ყველასთვის მაქვს შეთავაზება, რასაც ვეძახი იუსტიციის სახლის მიდგომას, ანუ მთელ მსოფლიოში საუკეთესო მაგალითებს ვნახულობთ და ვაკეთებთ იმაზე უკეთესს, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში იქნება ქართული მიდგომები, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებას მოუტანს.
„ჩვენ გვექნება კიდევ უფრო უკეთესი მიდგომები, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჰქონიათ. ეს იქნება ქართული მიდგომები, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებას მოუტანს. მოვა დრო, ამ რეჟიმს ისევე ჩავაბარებთ წარსულს, როგორც ორბანი ჩაბარდა წარსულს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა მაგალითი უნდა გავიზიაროთ, მაგრამ უკეთესი გავაკეთოთ, რადგან განსხვავებული გარემო გვაქვს და ამას ე.წ. იუსტიციის სახლის მიდგომით აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

