თქვენ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებთ; თქვენ მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ, მე აქ რომ ვდგავარ, პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის წინაშე ვიაზრებ და თქვენი ხმამაღალი საუბარი, ემოციები, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. სამწუხაროდ, ეს ასეა. რაღაც პერიოდის წინ, ნიშნავდა. ვცდილობდი, რაღაც შინაარსი მეპოვა. სამწუხაროდ, ასე მოხდა“ – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციას პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას.
„უმძიმესია, როდესაც ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც, რატომღაც, საკუთარ თავს ძირითად ოპოზიციას უწოდებს, იმდენადაა შინაარსისგან დაცლილი, რომ მთელი დღის განმავლობაში თემებად აქვთ: გავრილოვი, ადამიანების ტრაგედიები – გარდაცვლილი ადამიანები. ბატონი რატიანი კერძაიების ტრაგედიით, უკვე მეორე წელია, სპეკულირებს. უბრალოდ, არ მესმის, აქ სადაა მორალი“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.