გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილზე უადგილოდ და ხეპრულად ილაპარაკა. უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი უკრაინის თემა მიწყნარდება, სააკაშვილის თემა გააქტუალურდება, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მოდი პირდაპირ ვთქვათ, გუშინ უადგილოდ და აბსოლუტურად ხეპრულად ილაპარაკა სააკაშვილზე. იმიტომ, რომ იქ საერთოდ არ იყო სასაუბრო. ეს ძალიან ცუდი ტონი იყო, იმიტომ, რომ თემაც არ ითვალისწინებდა სააკაშვილზე ლაპარაკს.
უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი უკრაინის თემა მიწყნარდება, სააკაშვილის თემა გააქტუალურდება. ამიტომ, “ქართული ოცნება” შიშობს – ზურაბიშვილი მათია, მაგრამ ყურმოჭრილი არ არის. ამიტომ, სიტუაციის სხვადასხვა ვარიანტის განვითარების პირობებში შესაძლოა მაინც გადადგას ეს ნაბიჯი. ამიტომ, ეს მათთვის ჯოჯოხეთური სცენარი იქნება. აქედან გამომდინარე მე ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს მკაფიო. ის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაშინ აღმოჩნდება, თუ ის არც იქით იქნება, არც აქეთ და არსად არ იქნება.
სამწუხაროდ გუშინდელი გამოსვლა ეგ იყო, რომ მე მინდა არსად არ ვიყო, ცოტა ზევით ვიყო, ვთქვა რაღაც, ვითომ სიმართლეა, მაგრამ ამას არაფერი არ მოყვება. სჯობს, ცოტა ილაპარაკოს და საქმე გააკეთოს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.