ორშაბათი, მარტი 16, 2026

გია ვოლსკი – პეტერ ფიშერის განცხადება აჩვენებს, რომ მოქმედებს შეთქმულება, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული

პეტერ ფიშერის განცხადება აჩვენებს, რომ მოქმედებს შეთქმულება, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მსოფლიოში მძიმე პროცესები მიმდინარეობს, დაპირისპირება საკმაოდ გაზრდილოა გეოგრაფიულად და ამ პროცესებში საქართველოს ჩართვის გეგმა დღის წესრიგში ისევ რჩება.

„ამ პროცესების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე პეტერ ფიშერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია. საქართველოს წინააღმდეგ კონსპირაციული გეგმა არსებობს, წინა პლანზე პეტერ ფიშერია, როგორც ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე იმ პროცესების, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საქართველოში წარმართავს. რასაკვირველია, იმის თქმის საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილია. რეალურად ის ხდება, რასაც ჰქვია აგენტური ხელისუფლების მოყვანის მცდელობა. ამ მცდელობას ინტენსიური ხასიათი მიეცა და მათ შორის პეტერ ფიშერის მონაწილეობით. ელჩი და სხვა ადამიანი ვალდებულია, რომ ბრალდებებს როცა ახმოვანებს, მტკიცებულებები წარმოადგინოს. მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოში ვინმე სანქციებს გვერდს უვლის. მტკიცებულება როცა არ არსებობს და მაინც ამ თემას აგრძელებენ, უნდა მივხვდეთ, რომ ამის უკან გაცილებით უფრო მძიმე და ბოროტი თემა დევს, რაც ქვეყნის საზარბაზნე ხორცად გადაქცევას ითვალისწინებს იმ რეალობაში, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი“.

ამასთან, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე საუბრისას, 24 თებერვალს განაცხადა: „მინდა, აღვნიშნო, რომ უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია თავის მოკავშირედ. როგორც ამბობენ, ის უნდა დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს არ მოხდება. ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე, სასანქციო პაკეტში ყულევის პორტიც იყო. ეს იყო საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირში. ის ასევე დაიბლოკა უნგრეთის და სლოვაკეთის მიერ“.

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას

ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მერცმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში არ უნდა დაუშვან, რომ რეგიონი უსასრულო ომში ჩაითრიონ, რომელსაც გაურკვეველი მიზნები აქვს.„სამხედრო მოქმედებების ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ირანში ჩამოიშლება სახელმწიფო წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა. ამიტომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, მკაფიო გეგმითა და სტრატეგიით“, – აღნიშნა მერცმა.გერმანიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ვიდრე ომი გაგრძელდება, გერმანია არ მიიღებს სამხედრო გზით მონაწილეობას, მათ შორის არც ჰორმუზის სრუტეში.„ამ დრომდე არც ის ვიცით, საერთოდ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს მსგავსი ოპერაცია“, – განაცხადა კანცლერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც გვყოფნის

ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის, ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ჩინეთი აშშ-სთან ერთად იმუშაოს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ისინი თავიანთი ნავთობის დაახლოებით 91 პროცენტს ჰორმუზის სრუტიდან იღებენ, იმ სრუტიდან, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიცავდით და ყოველთვის მაწუხებდა ერთი რამ, გვყავს ქვეყნები, მაგალითად იაპონია, რომელიც თავისი ნავთობის დაახლოებით 95 პროცენტს სწორედ ამ სრუტიდან იღებს. ყოველთვის მაოცებდა, რომ ჩვენ ვიცავთ მათ, მაშინ როცა ის ჩვენთვის აუცილებლობასაც კი არ წარმოადგენს. ჩვენ ის სრუტე არც იქამდე გვჭირდებოდა. ამ სრუტეს დაახლოებით 10 პროცენტით ვიყენებდით. ახლა კი თითქმის ნულზე ვართ ჩამოსული. ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის. ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია. ნავთობის წარმოების მხრივ ჩვენ ორჯერ მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ფაქტობრივად, ორჯერ მეტს, ვიდრე ვინმე სხვა მსოფლიოში. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდით“, – თქვა ტრამპმა.

იტალია მილიონობით ადამიანის მოქალაქეობის გაუქმებას გეგმავს

იტალიაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს მოქალაქეობის მიღება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური ფესვების მქონეები არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ.  მთავრობამ ეს კანონი 2025 წლის მარტში მიიღო.სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, მაგრამ კანონი სავარაუდოდ ძალაში დარჩება.როგორ მუშაობდა ადრე მოქალაქეობის მიღება იტალიაში:იტალიაში 1861 წლიდან მოქმედებდა პრინციპი სისხლის უფლება. ეს ნიშნავდა, რომ:თუ შენი წინაპარი იტალიის მოქალაქე იყო, მაშინ შენც შეგეძლო იტალიის მოქალაქეობის მიღება, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად დაიბადე.ამ წესით მილიონობით ადამიანი (მაგალითად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები იტალიელების შთამომავლები) ცდილობდნენ იტალიური პასპორტის მიღებას.რას ცვლის ახალი კანონი:ახალი წესებით მოქალაქეობას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისი:მშობელი ან ბებია/ბაბუა დაიბადა იტალიაში და ამ წინაპარს მხოლოდ იტალიის მოქალაქეობა ჰქონდა (არ ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა).ანუ: თუ წინაპარი არის დიდი ბაბუა, მაშინ იტალიის მოქალაქეობას ვერ მიიღებთ.ასევე, თუ წინაპარს ორი მოქალაქეობა ჰქონდა, კანონი ამასაც ზღუდავს.

დონალდ ტრამპი – პუტინს ეშინია ჩვენი, მას არ ეშინია ევროპის, მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, განცხადებით, რუსეთს არა ევროპის, არამედ აშშ-ის ეშინია. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ნატო  ჩვენ ვართ. პუტინს ეშინია ჩვენი, მას არ ეშინია ევროპის. მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების“, – განაცხადა ტრამპმა.

თორნიკე ბეროძე-სოფელ კურსების მკვიდრი:სამარადისოდ დარჩება უტკბილეს მოგონებად ჩემი ეზო,სახლი და ადამიანობის სამჭედლო, ჩემი “კურსები” ჩვენს მოგონებებში… ეს არ იყო მარტო სახლი, არც ეზო და...

თორნიკე ბეროძე-სოფელ კურსების მკვიდრი:აწმყო და წარსული...სამარადისოდ დარჩება უტკბილეს მოგონებად ჩემი ეზო,სახლი და ადამიანობის სამჭედლო, ჩემი “კურსები” ჩვენს მოგონებებში... ეს არ იყო მარტო სახლი, არც ეზო და არც მარტო კუთხე, ეს იყო სამოთხე და სიმბოლო საქართველოს ერთიანობის... ღმერთმა სიხარულით გაგითენოთ ყოველი დღე ყველას... და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უფალს, სამაშველო ჯგუფს, პოლიციას და მთავრობას, ჩემი ოჯახისა და ხალხის გადარჩენისთვის,ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი...როცა უბედურება კარს მოადგება ქართველებს, მხოლოდ მაშინ ვეხუტებით ერთმანეთს და ვიკრებით ერთ მუჭად, ამაზე ლამაზი ამ ქვეყნად არაფერია და მე ეს განვიცადე იმ უბედურ ღამეს...სიხარულით გაგვთენებოდეს ყოველი დღე დღეიდან მრავალჟამიერ, მიყვარხართ ყველა

ბოლო სიახლეები