სამშაბათი, მაისი 5, 2026

გია ვოლსკი – არც უმრავლესობის არგუმენტები შეცვლილა, არც – ნინია კაკაბაძე, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას.

ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, არც უმრავლესობის განწყობა და არგუმენტები შეცვლილა და არც ნინია კაკაბაძე შეცვლილა დიდად, რომ ერთმანეთში ურთიერთობა რაღაც ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, უმრავლესობის გარეთ მყოფმა ცხრა დეპუტატმა სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა.

პარლამენტი კანდიდატების თაობაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს. რაც შეეხება ნინია კაკაბაძეს, მას უმრავლესობამ სამეურვეო საბჭოს წევრად მხარი წინა მოწვევის პარლამენტში არ დაუჭირა და მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩააგდო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს თავად ევროპული ბიუროკრატიაა, როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება

მივულოცავ სომხეთს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა გუშინ იყო EPC-ის, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია.„როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, როდესაც თავს ესხმი ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება. რაც შეეხება EPC-ის ჩატარებას სომხეთში, ამაზე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ, ერთადერთი მივულოცავ სომხეთს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო გუშინ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეცნიერ-გამომგონებელი  და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა

ქართველი ავიაციის ინჟინერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გააძევეს თურქმენეთის, ინდოეთის, თურქეთის, ერაყის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, იორდანიის, კენიის, სუდანის, ბელორუსის, უგანდის, ნეპალის, პაკისტანის, ფილიპინების, ყირგიზეთის, ზიმბაბვეს, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 101 მოქალაქე.„აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითქმის იმავე რაოდენობის უცხოელი არალეგალის გაძევება განახორციელეს ქვეყნიდან, რაც გასული წლის მანძილზე ჯამურად. შეგახსენებთ, რომ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად  2025 წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, უცხო ქვეყნის 1 311 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყება – ვგმობთ ირანის მზაკვრულ თავდასხმებს, ეს წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, ვიტოვებთ სრულ და ლეგიტიმურ უფლებას, ვუპასუხოთ

არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობს ირანის განახლებულ მზაკვრულ თავდასხმებს, ეს თავდასხმები წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანი სამოქალაქო ობიექტებს დაესხა თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანს იერიშების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ისინი იტოვებენ „სრულ და ლეგიტიმურ უფლებას“, რომ უპასუხონ.ცნობისთვის, დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯაირას პორტში ირანული დრონით თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ფუჯაირა ქვეყნის უმსხვილესი პორტი და ნავთობსაცავია.

დონალდ ტრამპი – ირანი თუ თავს დაესხმება აშშ-ის გემებს, მათ დედამიწიდან გავაქრობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, მათ „დედამიწიდან გააქრობს“.როგორც ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, მისი აზრით, ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ბევრად უფრო მოქნილი“ გახდა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერება გრძელდება.„ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი და ბევრად მაღალი კლასის იარაღი და საბრძოლო მასალა, ვიდრე ადრე გვქონდა. ჩვენ საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს. გვაქვს ბაზები ყველგან და ისინი სავსეა ტექნიკით. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება და გამოვიყენებთ კიდეც, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები