ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

გერმანიასთან გასამართ მატჩზე ბორჯღალოსნების შემადგენლობა დასახელდა

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 17 თებერვალს ოფენბახში, 2018 წლის რაგბი ევროპის მეორე ტურში გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ერთი კვირის წინ ქუთაისში ბელგიასთან ნათამაშებ შემადგენლობასთან შედარებით სასტარტოში 5 ცვლილებაა. ორი მორაგბე მარქაფიდან დაწინაურდა, სამი კი ნაკრების კვართს წელს პირველად მოირგებს.

ხაზში ორი ცვლილებაა. რეზი ჯინჭველაშვილის ნაცვლად მგეზავი ლაშა ხმალაძე იქნება, ხოლო ფრთაზე გიორგი ფრუიძის ადგილს ანზორ სიჭინავა დაიკავებს. სიჭინავა ბორჯღალოსანთა კვართით მესამედ ითამაშებს და ძირითადში პირველადაა. ფრუიძის გარდა თადარიგში არიან ვასილ ლობჟანიძე და ლაშა მალაღურაძე.

შერკინების პირველ ხაზში ზურაბ ჟვანიას ნაცვლად 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი ბრუნდება, ხოლო ჟვანიამ მარქაფაში გადაინაცვლა. მარქაფაში არიან კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელთაც ბელგიასთან არ უთამაშიათ. გერმანიასთან ბორჯღალოსნებმა 6-ჯერ ითამაშეს და მეტოქე ექვსივეჯერ დაამარცხეს.

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა 17 თებერვალს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალეკო ელისაშვილი – საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას, იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები – არაერთმა...

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ - იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს, - ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, „ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას“.„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე. თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით“, - წერს წერილში ალეკო ელისაშვილი.შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციაზე – თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა – ჩვენთვის არავითარი...

თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა, - ასე ეხმაურება “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას.როგორც იმნაძემ აღნიშნა, “სამწუხაროდ, ძალიან გაურკვეველია იქ რა მოხდა”.“თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის სინდრომის სამკურნალო ორი ახალი პრეპარატის, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის

„ვამოროლონთან“ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.მისივე თქმით, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.„მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი მედიკამენტზე. მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. ორი ინოვაციური მედიკამენტი – „ჯივინოსტატი“ და „ვამოროლონი“. ადრე გაკეთდა განცხადება, რომ „ჯივინოსტატის“ შეძენა დასრულებული იყო და „ვამოროლონთან“ მოლაპარაკება ბოლომდე იყო მისაყვანი. საბედნიეროდ, ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის. ვისარგებლებ შესაძლებლობით და აუცილებლად ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.დღეს ასევე ხაზი გაესვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს, გენეტიკური დაავადება ცისტური ფიბროზის სამკურნალო პრეპარატი იქნა შეძენილი გასულ პერიოდში.  ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათ ოჯახის წევრებისთვის. ესეც არის ერთ-ერთი ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადება, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა.დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ლოგისტიკური საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ ვინ განახორციელებს უშუალოდ მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება. სჭირდებოდა ამას მთავრობის დადგენილების მეშვეობით დარეგულირება, რომლის საფუძველზეც შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დეტალურად იქნება განსაზღვრული ყველა პროცედურა. მათ შორის, შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მომზადება, უშუალოდ მედიკამენტის დანიშვნის, მისი გამოყენების პრაქტიკაზე თვალყურის დევნება, მისი ეფექტიანობის გაზომვა და ა.შ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით შემდგომში მუშაობას, რათა მედიკამენტის გამოყენება მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს თითოეული პაციენტისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა 864 კაფსულა ფსიქოტროპული პრეპარატი, მათ შორის 54 კაფსულა “Pregabalin" 100 აბი ,,Poxakim“, 200 კაფსულა ,,Nopaintin“, 180 აბი ,,Clonazepam-Sobhan” და 330 კაფსულა ,,Gabax”.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ივანე ჩხაიძე – ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ბავშვებში კოკსაკის ვირუსის აქტიურობა მაღალია – ამ ვირუსს არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა, არ ხასიათდება მძიმე გართულებებით

ოქტომბერი ბოლო თვეა, როდესაც კოკსაკის ვირუსის აქტიურობა მაღალია -კოკსაკის ვირუსის მართვა ხდება დამხმარე თერაპიით - სიცხის საწინააღმდეგო საშუალებებით, სითხის მიღებითა და კანის მოვლით, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.ივანე ჩხაიძის თქმით, კოკსაკის ვირუსი, როგორც წესი, არის ვირუსი, რომელსაც არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა და არ ხასიათდება მძიმე გართულებებით.„კოკსაკის ვირუსი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული და აქედან გამომდინარე, სწორედ ბაღშია მისი შემთხვევები ყველაზე მეტი. განსაკუთრებული მატება აღინიშნება თუ არა, ამის თქმა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს კლინიკური ან ლაბორატორიული დადასტურება, რაც NCDC-ის მიერ ხდება.კოკსაკი არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა.კოკსაკის ვირუსი, როგორც წესი, არის ვირუსი, რომელსაც არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა, ეს არის თვითლიმიტირებადი და არ ხასიათდება მძიმე გართულებებით.მისი მართვა ხდება დამხმარე თერაპიით: სიცხის საწინააღმდეგო საშუალებები, სითხის მიღება და კანის მოვლა.სტატისტიკის გათვალისწინებით, ოქტომბერი ბოლო თვეა, როდესაც კოკსაკის აქტიურობა მაღალია. აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი კოკსაკი ყველაზე მეტად აქტიურია.ჩვენი კლინიკის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვქონია არცერთი მძიმე შემთხვევა, რომლის უკან კოკსაკის ვირუსი იდგა. ჩვენ ვაკეთებთ მძიმე შემთხვევებში ვირუსების იდენტიფიცირებას, ვინაიდან იაშვილის კლინიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საყრდენი ბაზაა. განსაკუთრებული პანიკის საფუძველი არ არსებობს, რომ კოკსაკით გამოწვეული დაავადება მომატებულია“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ბოლო სიახლეები