ბებია დედის ხაზით ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში – გენეტიკოსების დასკვნის შესახებ EtapaInfanti- ი წერს.
გენეტიკოსების დასკვნით, ბებია დედის ხაზით არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს (თუ მათ აქვთ აქტიური ურთიერთობა და ბავშვი ისედაც დიდ დროს ატარებს ამ ბებიასთან), არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა არის.
სპეციალისტები ამბობენ, რომ გენეტიკური ინფორმაციის დიდ ნაწილს ბავშვები დედის ხაზით ბებიისგან იღებენ.
როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, რაიმეს წინასწარ გათვლა, რა თქმა უნდა, რთულია. უბრალოდ ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა და ყველაზე ხშირი, გამოკვლეული სპეციალისტების მიერ.
ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშან-თვისებებს, არამედ ბებია-პაპის ნიშან-თვისებებსაც იღებენ. რადგან მშობლებიც ხომ თავიანთი მშობლების დნმ-ის მატარებლები არიან. ამიტომ, მშობლებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა უდიდესი როლი აქვთ ბებია-პაპასბავშვის “ემოციური ინტელექტის განვითარებაში”o