პარასკევი, მარტი 13, 2026

გედევან ფოფხაძე – გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, ივანიშვილის ბენზინს თუ გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება

პოლიციელი თავის სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად თუ შეასრულებს, ხაბეიშვილი ამაში ჰპირდება რაღაც ანაზღაურებას, ამას იუმორის კუთხით ვუყურებ – ლევან ხაბეიშვილის განცხადება უფრო არის მასხრად აგდება „ქართული ოცნების“ მორალური სტანდარტის, ვიდრე მართლა რეალური შეთავაზება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქრთამის შეთავაზება, როგორც წესი, ფარულად ხდება და ტელევიზიით ამას არავინ არ აკეთებს.

„ქრთამი თავისი არსით არის ის, რომ შენ ვიღაცას ფულს აძლევ, რათა მან თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის ხარჯზე შენ რაღაც სიკეთე მოგცეს. როგორც წესი, ქრთამი არის ლატენტური დანაშაული, ხდება ფარულად და არავინ ტელევიზიით ქრთამს არ ჰპირდება. მით უმეტეს, არავინ არ ჰპირდება ქრთამს იმაში, რომ თუ შენ კანონს არ დაარღვევ, მე შენ ფულს მოგცემ. მთავრობის წარმომადგენელს თუ ეტყვი, რომ თუ შენ კეთილსინდისიერად შეასრულებ შენს მოვალეობებს, მე შენ ფულს მოგცემ, ამაში სამართლებრივად ქრთამის კვალიფიკაცია რატომ უნდა იყოს. შეიძლება ეს იყოს სადავო, რომ ასეთი საჯარო განცხადება არ არის ეთიკური ან სწორი. ხაბეიშვილს არ უთქვამს, რომ თუ თქვენ სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღებთ მონაწილეობას, მაგაში ფულს მოგცემთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე გადაცემაში ნეპალში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების კონტექსტში „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ნეპალის წინაპირობებს „ქართული ოცნება“ ქმნის“ და არა ოპოზიცია.

„პროცესი ნეპალში არ დაუწყია ხალხს, ნეპალის მთავრობამ მიიყვანა ხალხი იმ კონდიციამდე, რომ ასე მოქცეულიყო ხალხი. ახლა ესენი ამბობენ, იგივე არ გააკეთოთო და თავად რატომ აკეთებენ იმავეს, რასაც აკეთებს ნეპალის მთავრობა? რატომ იჭერენ ხალხს ტყუილად, რატომ აყალბებენ არჩევნებს? ამ ყველაფერს აკეთებენ და მერე ამბობენ ნეპალი გინდათ? მე არ მინდა ნეპალი, ნეპალის წინაპირობებს ესენი ქმნიან…

ბიუჯეტი უნდა ძარცვონ, მოსახლეობა გაჭირვებაში უნდა ჰყავდეთ, პუტინს უნდა ემსახურონ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ უნდა დააყენონ და ჩვენ მერე ნეპალით უნდა შეგვაშინონ? გულწრფელად გეტყვით მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. ივანიშვილი არის ჩემთვის ნაძირალა და გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, მე ეს არ მეწყინება… გულწრფელად გეუბნებით. მაგათმა გააჩინეს ეს ემოცია ჩემში, ეს არ არის ის ემოცია, რომელიც ჩემგან მოდის. მე ხომ ვიცნობ ბიძინას, ჭიქა აგვიწევია ერთად, ურთიერთობა გვქონია, დავლაპარაკებივარ და კაცს რომ ამ კონდიციამდე მიიყვან, რომ ამას მაფიქრებინებ. რაც მაგის ტყუილები მახსოვს, გადაგდება, ყველანაირი სიბინძურე მახსოვს, თვალებში გიყურებდა და გატყუებდა. ხალხი უკანონოდ ციხეში ჩასვა, საქართველო პუტინთან წაიყვანა და კაცია ამის მერე? ეს ზიზღი, რაც მაქვს, არის ბუნებრივი, გამოწვეული მათი ქცევისგან. ამიტომ ცინიზმს თავი დაანებონ, ისინი აჩენენ ამ აგრესიას. მურტალოს ციტატით ვეტყვი: „ყველა თავის თავს თვითონ იკლავს“. მე მათ მიმართ ძალადობას არ განვახორციელებ, მაგრამ ისინი იმსახურებენ ყველანაირ ძალადობას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის დემოკრატი სენატორები თავდაცვის მდივანს ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმის გამო განმარტებებს სთხოვენ

აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს და მოითხოვეს პასუხები ირანში, ქალაქ მინაბში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ, რომლის შედეგადაც, ირანის ოფიციალური პირების ცნობით, 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 110 ბავშვი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.წერილს თითქმის ყველა დემოკრატი სენატორი აწერს ხელს და მასში დეტალური კითხვებია დასმული მინაბში განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მათ შორის – ნამდვილად განახორციელა თუ არა ეს დარტყმა აშშ-მა. სენატორები ასევე კითხულობენ, ხომ არ შეიძლებოდა, რომ მოძველებული მონაცემების გამო სკოლა სამხედრო ობიექტად შეცდომით ყოფილიყო მიჩნეული.წერილში სენატორები კითხულობენ, დაიცვა თუ არა თავდაცვის მდივანმა ის წესები, რომლებიც სამხედრო დანაშაულის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სენატორმა გარი პიტერსმა ინციდენტს „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა.„ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ფაქტები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა და შემდეგ განვიხილოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა პიტერსმა „ბიბისისთან“ საუბრისას.როგორც მედია იუწყება, რესპუბლიკური პარტიის არცერთ წევრს წერილისთვის ხელი არ მოუწერია. დემოკრატებს შორის კი მხოლოდ სენატორმა ჯონ ფეტერმანმა არ მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის გამოძიება აუცილებელია.ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების წინასწარი შეფასება მიუთითებს, რომ დარტყმა სავარაუდოდ აშშ-მა განახორციელა, თუმცა სკოლა მიზანში განზრახ არ ამოუღიათ და შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეცდომას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც წინასწარ შეფასებას გაეცნო, შესაძლოა, გამოყენებული სადაზვერვო მონაცემები ძველი იყო და ტერიტორია მითითებული იყო, როგორც სამხედრო ობიექტი.პენტაგონში აცხადებენ, რომ წერილის ავტორებს კონგრესის წესის შესაბამისად უპასუხებენ.

რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.კახაბერ გულედანმა საგანგებო შტაბში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა.რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.მეწყრის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.

ომს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე შეტყობინებით ვერ მოიგებთ-ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიმართა

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ანტონიუ გუტერეში – რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ირანული მედია – გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე, მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე ცოცხალია.მათივე ცნობით, მანსურეს გარდაცვალების შესახებ ადრე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო ტელეარხმა „ორმა“ 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აიათოლა ალი ხამენეის ცოლი სახლში მოკლეს, ხოლო სხვა ირანულმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ის კომაში იმყოფებოდა.მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 79 წლის მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც აშშ-სა და ისრაელის კოორდინაციით მათ ადგილსამყოფელზე იერიში მიიტანეს.

ბოლო სიახლეები