სამშაბათი, ივლისი 14, 2026

გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია განხორციელდა

გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია განხორციელდა. სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარი დაეგო. გაკეთდა ლითონის ღობე და დამონტაჟდა განათება, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან და დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად დაათვალიერა.

სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია წელს რუსთავის მე-17, ქსნის მე-15 და ქალთა მე-5 დაწესებულებებშიც განხორციელდა. შედეგად მოძველებული ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საფეხბურთო მოედნებით ჩანაცვლდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ “ბეთლემს”, ეს იყო ილია მეორის ოცნება და იდეა – მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა.როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მსგავსი ცენტრის აშენება ილია მეორის ოცნება და იდეა იყო."საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ "ბეთლემს", რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში, სადაც განთავსდება ხანდაზმულთა, სკოლამდელთა აღზრდისა და ინკლუზიური სწავლების ცენტრი. ეს იყო მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოცნება და იდეა. დღეს ჩვენ ამ პროექტს ვუძღვნით მის ხსოვნას.ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ეკლესიის, სახელმწიფოს, ბიზნესის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი. სახელწოდება "ბეთლემი" შემთხვევით არ შერჩეულა, რადგან ეს არის მრავალპროფილური, როგორც საქველმოქმედო, ისე საგანმანათლებლო ცენტი. "ბეთლემი" კი განიმარტება, როგორც უფლის სახლი ხორციელი და სულიერი საზრდოთი.11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული სახლი "ბეთლემი" - 150 ბენეფიციარზე, 24-საათიანი მზრუნველობით. ამას ემატება კიდევ 100 ბენეფიციარი დღის მომსახურებით, ხუმრობით და სიყვარულით "მოხუცებულთა ბაღი" დავარქვით", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს – მიხეილ ხიდურელი

საქართველოში ტანსაცმლის საერთაშორისო საცალო ქსელის Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მედიასთან განაცხადა.მისი თქმით, კომპანია Alshaya Group, რომელიც საქართველოში „სტარბაქსის“ ოპერირებას უზრუნველყოფს, 70-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობა მხოლოდ „სტარბაქსით“ არ შემოიფარგლება.„კომპანიას „სტარბაქსთან“ ერთად აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა, მაგალითად, H&M, Victoria's Secret და ბევრი სხვა. შესაბამისად, ჩვენ „სტარბაქსით“ არ შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიცაა, მაგალითად, Primark,“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.ხიდურელს დამატებითი დეტალები, მათ შორის, მოლაპარაკებების ეტაპისა და Primark-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლის ვადების შესახებ, არ დაუსახელებია.Alshaya Group-ი მსოფლიოს 16 ქვეყანაში 70 ბრენდის 4,000-ზე მეტ ლოკაციას ფლობს და 40,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, ის წლიურად 10 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი დამფუძნებელია ბიზნესმენი მოჰამედ აბდულაზიზ ალშაია.საქართველოში Alshaya Group-ი შვილობილ კომპანიას 2018 წლიდან ფლობს და მას "ალშაია საქართველო" ეწოდება. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ქუვეითის მოქალაქე საოუდ ალშაია იკავებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ძმა ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ძმა დევიდ სანჩესი ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს.სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს ბადახოსის პროვინციის ადმინისტრაციაში დევიდ სანჩესისთვის საჯარო სამსახურის პოზიცია არაკანონიერად შეიქმნა და მისი დანიშვნის პროცესი ადმინისტრაციული წესების დარღვევით წარიმართა, რაც ნეპოტიზმისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.თავად დევიდ სანჩესისი და პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფდნენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.როგორც „როიტერი“ წერს,  ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სოციალისტ პრემიერ-მინისტრს ახალ პოლიტიკურ დარტყმას აყენებს, რომლის მთავრობაც და უახლოესი გარემოცვაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციის გამოძიებებისა და სკანდალების წინაშე დგას.ცნობისთვის, გასულ წელს  კორუფციის ბრალდება წაუყენეს სანჩესის მეუღლესსაც. ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა. მას გავლენის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასა და სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.

ირაკლი კობახიძე – მადლობა ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სტიქიისას თავიდან ავირიდოთ გართულებები

მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართული იყვნენ ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროები და შსს-ს სამაშველო სამსახური.„ყველა ეს უწყება, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება ასევე იყო აქტიურად მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მოხერხებულიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და შედეგებს საზოგადოება ხედავს. რაც მთავარია, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, მგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს და ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით გამოდის

მგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით გამოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა.კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.„აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადებები. წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები ცარიელ განცხადებებად დარჩა. ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. მგონი, ეს ყველასთვის სრულიად ცხადია“, – აღნიშნა პრემიერმა.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 13 ივლისს სასამართლო პროცესზე განაცხადა: „მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული პლატფორმა მოგვიტანს ნამდვილ თავისუფლებას. დავანებოთ თავი კბენებს, ინტრიგებს, მით უმეტეს, ჩემთან ქიშპობას“.

ბოლო სიახლეები