ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

ბიძინა ივანიშვილი: ვირჩევთ არა ომს, არამედ მშვიდობას, არა მონობას, არამედ თავისუფლებას, არა სიღარიბეს, არამედ კეთილდღეობას, არა ბუნდოვან, არამედ თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს!

პირადად გაძლევთ პირობას, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, კეთილდღეობას და თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს.

„ჩვენ კი ვირჩევთ არა ომს, არამედ მშვიდობას, არა მონობას, არამედ თავისუფლებას, არა სიღარიბეს, არამედ კეთილდღეობას, არა ბუნდოვან, არამედ თანასწორობაზე დაფუძნებულ ღირსეულ ევროპულ მომავალს!

ჩვენ ვივლით მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით ევროპისკენ!

შევძლოთ ერთად დადგომა და ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და გაბრწყინებულ საქართველოში!“ –  მიმართა ივანიშვილმა თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს...

„პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობითა და გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი, რომ ქართველ პაციენტებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ მედიკამენტზე წვდომა ჰქონოდათ. ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს, მათ შორის - წამლის უსაფრთხოებასთან და გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.მისივე განცხადებით, ახალი პრეპარატი პაციენტებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი.მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს.„პრაქტიკულად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული მედიკამენტი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. ეს არ არის მარტივი საქმე ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, რომელსაც საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია. რეალურად, ძალიან ბევრი სახელმწიფო თავს იკავებს ამ მედიკამენტის შეძენისგან, მათ შორის - ფინანსური მიზეზებითაც“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შესაძენად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ მომდევნო გადაწყვეტილებაც დიუშენის მართვასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად თანამშრომლობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობელთა ორგანიზაციასთან, კლინიცისტებთან და მომწოდებელ ორგანიზაციებთან.„ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. აქ ჩართულები არიან, ბუნებრივია კლინიცისტები, ექიმები, რომელთა ჩართულობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც, რათა პაციენტებისთვის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა „რუსოფობია”, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს

პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებასა და მასზე ოპოზიციის გამოხმაურებას. ქადაგიძე წერს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო “სიტყვებით ჟონგლიორობა” და გამოთქვა პრეტენზია იმაზე, რომ პრემიერმა 2008 წლის ომი არ ახსენა. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ირაკლი კობახიძეს არ გაუხსენებიაოკუპაციის ისტორია და საუბარი იყო იმაზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია- ეს ნარატივი უკრაინის ომის შემდეგ გაჩნდა:„2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავსმოხვევა დაიწყეს. ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა-საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ” - წერს ქადაგიძე.დეპუტატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი ნარატივის გავრცელება არის ბრიუსელის დავალება, რომელსაც „უსამშობლოები” ავრცელებენ.,,დილიდან ვაკვირდები გამოხმაურებას პრემიერის განცხადებაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კოლექტიური “ნაც.მოძრაობის” ქართული პოლიტიკიდან განდევნა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა.შინაარსში რომ ვერ შეედავნენ პრემიერს, სიტყვებით ჟონგლიორობა დაიწყეს - „2008 წელი რატომ ახსენა, მანამდე არ იყო ოკუპირებულიო?“პრემიერს ოკუპაციის ისტორიაზე არ უსაუბრია. საუბარი იყო იმაზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავსმოხვევა დაიწყეს. როცა არგუმენტი არ გაქვს, ციტატებს აყალბებ. როცა სიმართლე არ გაწყობს, შინაარსს ამახინჯებ.შეხედეთ რადიკალებს, დაწყებული ორთოდოქსი ნაცებიდან, დამთავრებული ლიბერალი „ენჯეოშნიკებით", ყველა ერთი "თარგით" ავრცელებს "ნარატივს" - რატომ არ ახსენა 2008 წლამდელი ოკუპაციაო...ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა-საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ. 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა "რუსოფობია", ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს,” - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ წინ გველოდება დიდი ცვლილებები, რაც არ უნდა რთული იყოს სიტუაცია, ჩვენ აღმავლობის გზაზე ვართ, ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის

იქმნება რეფორმატორთა საბჭო ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით, ის მოამზადებს რეფორმათა პაკეტს და ექვს თვეში დავამტკიცებთ, რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს და მით უმეტეს ახლა, როცა ჩვენ აღმავლობის გზაზე ვართ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალები“ არიან ის მებრძოლები, რომლებიც ივლიან იმდენს, რამდენსაც შეძლებენ და რამდენიც საჭიროა.„მივესალმები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, მოგესალმებით, ჩემო უშიშარო თანამებრძოლებო, დიდი მადლობა თქვენ, მადლობა მოძრაობის წინა ლიდერშიფს, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტპატიმრებს, ლევან ხაბეიშვილს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და მანჯგალაძეს, ჩვენს ახალგაზრდებს თავდადებისთვის, დიდი მადლობა ჩვენს ასი ათასობით მომხრეს. ჩვენ სინამდვილეში ვართ ძალიან ბევრი და ისევ უნდა აღმოვაჩინოთ ერთმანეთი, ისევ ჩავკიდოთ ხელი და ისევ ვიპოვეთ საკუთარ თავში ძალა, რომ ვიაროთ წინ. „ნაციონალები“ ვართ ის მებრძოლები, რომლებიც ივლიან იმდენს, რამდენსაც შეძლებენ და შემდეგ უკვე იმდენს, რამდენიც საჭიროა. ჩვენ წინ გველოდება დიდი ცვლილებები. იქმნება რეფორმატორთა საბჭო ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით, ის მოამზადებს რეფორმათა პაკეტს და ექვს თვეში ჩვენ მას დავამტკიცებთ. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს და მით უმეტეს ახლა, როცა ჩვენ აღმავლობის გზაზე ვართ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა.ბიძგების სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.„დღეს თბილისის დროით 15:46-ზე რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მოხდა 3.6(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ XIII ყრილობას მართავს.პარტიის ინფორმაციით, დღეიდან “ნაციონალური მოძრაობა” ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის. კერძოდ, დღევანდელ ყრილობაზე პარტიის დროებით მმართველ საბჭოს აირჩევენ, ხოლო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, პირდაპირი გზით, 6 თვის შემდეგ ჩატარდება. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე სიახლეც იქნება ისიც, რომ პარტიის წევრები საწევროს გადაიხდიან და პარტიას შემოწირულობის სახით დაეხმარებიან.ამასთან, მუშაობას დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმების საბჭო, რომლის თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი - ნანუკა ჟორჟოლიანი.აღსანიშნავია, რომ მანამდე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ბოკუჩავა არ ესწრებოდა, თუმცა ბოკუჩავა დღეს, ყრილობაზე მივიდა.

ბოლო სიახლეები