ჩვენ მუდმივ კონტაქტს ვინარჩუნებთ ჩვენს მეგობრებთან შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თითქმის ყოველდღიურად ვესაუბრები, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, მოგვიანებით სატელეფონო საუბარს კვლავ გამართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მხარეებს შორის სრული კოორდინაციაა და მათი საერთო მიზანი ირანიდან გამდიდრებული ურანის სრულად გატანაა.
„ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ირანიდან გამდიდრებული ურანის გატანა და გამდიდრების შესაძლებლობის განადგურება. პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ამას ნებისმიერი გზით მიაღწევს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – ეს არის ჩემი დირექტივა, რომელიც მივეცი ისრაელის თავდაცვის ძალებსა და სადაზვერვო სამსახურებს. ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ირანი და მისი მარიონეტები უფრო სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

