ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

ბაკურ ავსაჯანიშვილი – მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს

მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გადავლახავთ ნებისმიერი დაბრკოლებას და ვიცხოვრებთ განვითარებულ ყაზბეგში, რომელიც საუკეთესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ყაზბეგის მერობის კანდიდატმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა წარდგენაზე.

მისი თქმით,  ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეტაპობრივად უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ხდება  საგზაო თუ სხვა ტიპის საკითხების მოგვარება.

,,მოსახლეობის კეთილდღეობისთვის  ხორციელდება მთელი რიგი სოციალური პროგრამები. მიუხედავად ამისა, აქტიურ პრობლემად რჩება დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის უბნის წყალმომარაგების საკითხი, ამ პრობლემის გადასაჭრელად მიმდინარეობს  საპროექტო სამუშაოები და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. კარგად მაქვს გააზრებული ის საჭიროებები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ მოსახლეს აქვს. მე და ჩემი გუნდი გავაგრძელებთ მუშაობას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, განათლებას, კულტურას. ხელი შეეწყობა ახალგაზრდულ და სპორტული ღონისძიებებს. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები. მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გადავლახავთ ნებისმიერი დაბრკოლებას და ვიცხოვრებთ განვითარებულ ყაზბეგში, რომელიც საუკეთესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. ამ ნდობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს – „ქართულ ოცნებას“. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება, როგორც მერმა, მოვახმარო ჩემს ხალხს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, თქვენი მაქსიმალური ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო განვითარებული და წარმატებული იქნება.

მინდა წარმოგიდგინოთ  მაჟორიტარობის კანდიდატები: დავით ქირიკაშვილი, ბართლომე პაპიაშვილი, პავლე ავსაჯანიშვილი, დავით ხულელიძე, კახა ჩოფიკაშვილი, ელგუჯა ღუდუშაური“ – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული.ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული. სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა, სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა.

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფი თე­ო­ნა მუ­სე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და გარ­და­იც­ვა­ლა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი.,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი",-წერია განცხადებაში.ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.

მიხეილ ყაველაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე, მიზანდასახულობა და მონდომება აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აბიტურიენტებს აუცილებლად მიიყვანს სასურველ შედეგამდე.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.გჯეროდეთ საკუთარი თავის – თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

წვიმა და დაბალი ტემპერატურა – ამინდი უარესდება

3 ივლისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი მკვეთრად უარესდება.ყველაზე მაღალი ტემპერატურა გაგრასა და სოხუმში, +23  გრადუსი დაფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი, გუდაურში +8 გრადუსია მოსალოდნელი.გაგრა +23 - უმეტესად ღრუბლიანისოხუმი +23 - უმეტესად მზიანიზუგდიდი +22 - წვიმამესტია +15 - წვიმაფოთი +22 - წვიმაბათუმი +21 - წვიმაოზურგეთი +21 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +18 - წვიმაახალციხე +17 - წვიმაბორჯომი +14 - წვიმაბაკურიანი +11 - წვიმაგორი +18 - წვიმაცხინვალი +16 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +8 - წვიმათელავი +18 - წვიმარუსთავი +20 - წვიმათბილისი +19 - წვიმა

ირაკლი კობახიძე – ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მომავალი, წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები თქვენი მრავალწლიანი შრომის კულმინაციაა.მჯერა, ამ ეტაპს თითოეული თქვენგანი ღირსეულად, ცოდნისა და უნარების მაქსიმალური მობილიზებით შეხვდება.ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება. ამიტომ, თქვენი ყოველი ნაბიჯი წინ, პირადი განვითარებისკენ, ამავდროულად საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული ნაბიჯია. გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე“, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

ბოლო სიახლეები