სამშაბათი, ივლისი 7, 2026

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოცემა “ბორჯომი ტვ” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, სრიალის დროს მოხდა. 40 წლამდე კაცი, სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა ტრასაზე, რა დროსაც მოზარდს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით დაშავებულს, ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი. ის ბაკურიანის კლინიკაშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით გარდაცვლილი კაცი ადგილობრივი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის 116 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე აღავლენს.ღვთისმსახურებაში სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებიც მონაწილეობენ.წირვას მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი იყო და პატრიარქის რანგში ის პირველ წირვას აღავლენს ეპარქიაში.

რონალდუს უკანასკნელი ტანგო მუნდიალზე – პორტუგალიის ისტორიაში დიდი ეპოქა დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მას მეტოქე გუნდის 18 წლის შემტევი ლამინ იამალი გადაეხვია. როგორც ადრე კრიშტიანომ თქვა, ეს მუნდიალებზე მისი ბოლო მატჩი იყო.მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა - საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი 2006 წელს.41 წლის კრიშტიანომ ტურნირის ისტორიაში 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა.რონალდოს ანგარიშზე 2026 წლის მუნდიალზე 3 გოლია - 2 უზბეკეთთან და 1 პენალტით ხორვატიასთან.კრიშტიანომ დაწყებული ევრო 2004-დან ეროვნულ გუნდთან ერთად 15 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა - ერთხელ ევროპირველობა, ორჯერ კი ერთა ლიგა მოიგო.გადავავლოთ თვალი პორტუგალიელი ვარსკვლავის,თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდის კრიშტიანუ როლანდუს ცხოვრების რამდენიმე ფრაგმენტს:„ბავშვობა სიღარიბეში და მიზანი გამარჯვებამდე“რონალდუ ხშირად იხსენებს, რომ 11 წლის ასაკში სახლიდან წავიდა, თავად რეცხავდა და აუთოებდა ტანსაცმელს, ენატრებოდა ოჯახი და ბევრჯერ უტირია. მისი თქმით, სწორედ ამ სირთულეებმა ასწავლა, როგორ გაეძლო ზეწოლისთვის„მამა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას...“რონალდუს მამა, ჟოზე დინის ავეირუ, 2005 წელს გარდაიცვალა, როდესაც კრიშტიანუ მხოლოდ 20 წლის იყო. ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ ყველაზე მეტად ის სტკივა, რომ მამამ ვერ ნახა მისი ოქროს ბურთები, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფები და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ქცევა.

გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტზე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ბახუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.ამავე დოკუმენტის მიხედვით, მან ეს თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა.

მილიონობით ამაყი ირანელი ერთიანობის ნიშნად შეიკრიბა. ვერც ისინი და ვერც ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები ვერანაირმა მუქარამ ვერ შეაშინა – აბას არაღჩი

"საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება, თუ მუქარები გაგრძელდება", - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და აშშ-ს მოუწოდებს, პატივი სცენ ურთიერთგაგების მემორანდუმზე საკუთარ ხელმოწერას."მილიონობით ამაყი ირანელი ერთიანობის ნიშნად შეიკრიბა, რათა პატივი მიეგო დიდი აიათოლა ხამენეისთვის და მისი მემკვიდრეობისთვის. ვერც ისინი და ვერც ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები ვერანაირმა მუქარამ ვერ შეაშინა.ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-13 პუნქტი ნათლად განსაზღვრავს: საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება, თუ მუქარები გაგრძელდება. პატივი ეცით თქვენს ხელმოწერას", - აცხადებს არაღჩი.

ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ფინეთი და პოლონეთი თავდაცვის დაფინანსების ახალ მექანიზმს შექმნიან, რომლის მიზანიც მოკავშირეთა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ხარჯების ეფექტიანობის გაზრდაა

დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ფინეთი და პოლონეთი თავდაცვის დაფინანსების ახალ მექანიზმს შექმნიან, რომლის მიზანიც მოკავშირეთა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და სამხედრო ხარჯების ეფექტიანობის გაზრდაა. ამის შესახებ ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.ქვეყნებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმავონ თანამშრომლობა თავდაცვის დაფინანსებისა და ერთობლივი შესყიდვების სფეროში. ლიდერების განცხადებით, პარტნიორები ერთად მუშაობენ მომავალ საფრთხეებზე რეაგირებისთვის და კვლავ ერთგულნი რჩებიან უკრაინის მხარდაჭერისა, რომელიც საკუთარ სუვერენიტეტს იცავს.თავდაცვის დაფინანსების ახალი მექანიზმი ითვალისწინებს ინვესტიციების ზრდას, ერთობლივი შესყიდვების განვითარებასა და კრიტიკულად მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებზე სტაბილური მოთხოვნის ფორმირებას. ახალი სისტემის ამოქმედებას მხარეები 2027 წლისთვის გეგმავენ.ამასთანავე, ინიციატორები აცხადებენ, რომ სურთ მონაწილეთა წრის გაფართოება და ახალი მექანიზმის შეთანხმება ნატო-ს ფარგლებში არსებულ სხვა თავდაცვით პროექტებთან.

ბოლო სიახლეები