აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების დამტკიცებამდე კი საჯარო განხილვებიმიმდინარეობს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
დეპუტატები მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, ცვლილებებით კონკრეტდება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და იზრდება კომპეტენციები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ფორმალურია და არ პასუხობს რეგიონის გამოწვევებს. აჭარის კონსტიტუციის ცვლილება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როცა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად დაამტკიცა კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ. სწორედ ამ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია. განხილვებში ოპოზიციიდან მხოლოდ ევროპული საქართველო მონაწილეობს.