აშშ-ში 17 მაისს ეროვნული ლოცვის დღეს აღნიშნავენ. „ამერიკა 250“-ის ღონისძიების ფარგლებში ამერიკელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა და ომის მდივანმა მიმართეს.
დონალდ ტრამპმა შეკრებილ ხალხს მეფეთა პირველი წიგნის მეცხრე თავიდან მონაკვეთი წაუკითხა, ხოლო პიტ ჰეგსეტმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ როგორც 250 წლის წინ ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ლოცულობდა, დღესაც ისე ილოცონ.
დონალდ ტრამპის ინიციატივით, ეროვნულ მოედანზე ლოცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები სალოცავად იკრიბებიან.

