პარასკევი, მარტი 6, 2026

არჩილ თალაკვაძე – ჩვენი მიზანია, პენსია უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს

ჩვენ ვცდილობთ ხანდაზმული ადამიანებისათვის უზრუნველვყოთ ღირსეული საპენსიო სტანდარტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპენსიო რეფორმაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საპენსიო რეფორმა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მთავრობამ რეფორმის პროექტზე იმუშავა.

“საპენსიო მოდელთან დაკავშირებით ამჟამად, პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. მათ შორის სოციალ-დემოკრატებსაც, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციასაც აქვს საკუთარი მოსაზრებები. ეს არის კომპლექსური, საშვილიშვილო რეფორმა. ამიტომაც, საჭიროა ყველა არგუმენტის შეჯერება. ჩვენი ყველას მიზანია, რომ პენსია როგორც უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს, ასევე გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ღირსეული საპენსიო სტანდარტი ხანდაზმული ადამიანებისათვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – ირანში მოულოდნელი დარტყმის ფაზის დასრულების შემდეგ, ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავდივართ, კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ „ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადადიან“.IDF-ის შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირის თქმით, ეს „რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს კიდევ უფრო დაანგრევს“, რადგან აშშ და ისრაელი ერთობლივი ოპერაციით ირანზე ზეწოლის გაზრდასა და მის კიდევ უფრო დასუსტებას ცდილობენ.ზამირის თქმით, ისრაელი ირანს ექვსი დღის განმავლობაში „შეუჩერებლად“ ურტყამს და ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.„მოულოდნელი დარტყმის ფაზის დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვენ დავამყარეთ საჰაერო უპირატესობა და ჩავახშეთ ბალისტიკური რაკეტების მასივი, ახლა ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავდივართ. ამ ფაზაში ჩვენ კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის, რომელთა გამხელას არ ვაპირებ“,- განაცხადა ზამირმა.

მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

“ჩვენ მოვიგებთ ახალ არჩევნებს კიდე უფრო ძლიერად, თუ არ დავიწყებთ ერთმანეთის ჩაძირვას და ერთმანეთის მოტყუებას”

პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook ლაივში განაცხადა, სადაც ის ხალხის კითხვებს პასუხობს."ბოტების გარდა მე "ოცნების" მხარდამჭერი არ ვიცი. "ოცნება" შეეხო ყველას - დიასპორას, მშობელს, სტუდენტებს, არავინ არ გადარჩება. "ოცნება" შეეხო ბიზნესსაც. ყველაფერი აკრძალულია ქვეყანაში და ვინ უნდა იყოს ამ პირობებში "ოცნების" მხარდამჭერი. ეს არ არის სახელმწიფო და ეს ვინმეს უნდა მოსწონდეს, თუ "ოცნებასთან" მიჯაჭვული არ ხარ?მე ვარ იმედიანად, ჩვენ მოვიგეთ ბოლო არჩევნები და ჩვენ მოვიგებთ ახალ არჩევნებს კიდე უფრო ძლიერად, თუ არ დავიწყებთ ერთმანეთის ჩაძირვას და ერთმანეთის მოტყუებას. ასეთები არიან ის პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა და ესენი, არიან მოღალატეები და ამათთან ერთად ძალიან რთულია ეს ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.„სიცოცხლე გადაირჩინეთ და სახლები დაუყოვნებლივ დატოვეთ. გაცნობებთ, როდესაც სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებთ“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის დედაქალაქის სამხრეთში მდებარე „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად რაიონებზე დარტყმებს გეგმავს.

პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩეზე არ არის, ის უნგრეთს ემუქრება – ორბანი

პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩეზე არ არის, ის უნგრეთს ემუქრება, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა."მისდა სამწუხაროდ, მას არ შეუძლია ხელი შემიშალოს უნგრული ოჯახების დაცვაში," - აღნიშნა ორბანმა.მანამდე, განცხადება გააკეთა ზელენსკიმ: "თუ ევროკავშირში ერთი პირი 90 მილიარდ ევროს დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადავცემთ"უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.

ბოლო სიახლეები