რა სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება ბრალდებულ ნიკანორ მელიასა და სამართალწარმოების განმახორციელებელ პროკურატურას შორის, რა შოუს დადგამს და ინსცენირებას მოაწყობს ადვოკატი, ამაზე მე არ უნდა ვიმსჯელო და არც არის ჩემი ინტერესის საგანი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები არასერიოზულია.
„არ ვიცი რა სარჩული აქვს ამას და რა სპექტაკლის მცდელობაა ვერ გეტყვით. ეს არის სამართალწარმოების პროცესი, რომელთან მიმართებაშიც შეფასებას ვერ გავაკეთებ პროკურატურა რას გააკეთებს. მელია გადაიხდის თანხას თუ არ გადაიხდის, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი და არც არანაირი ინტერესის საგანი. რა სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება ბრალდებულ ნიკანორ მელიასა და სამართალწარმოების განმახორციელებელ პროკურატურას შორის, რა შოუს დადგამს და ინსცენირებას მოაწყობს ადვოკატი, ამაზე მე არ უნდა ვიმსჯელო და არც არის ჩემი ინტერესის საგანი. ეს არის ერთი კონკრეტული ბრალდებულის, პროკურატურის და დაცვის მხარის საქმე, თვითონ უნდა მოგვარდნენ რა უნდათ და როგორ უნდათ ვერავინ შევა ამ შეფასებაში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.