ორბანის წარუმატებლობა უკრაინას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების გზას უხსნის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
სიბიგას თქმით, ორბანის რეჟიმის მხრიდან მრავალწლიანი პროვოკაციების შემდეგ, უკრაინას გაუჩნდა შანსი, დააჩქაროს ევროპული გზა, ოფიციალურად გახსნას მოლაპარაკებები, მიიღოს ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი და გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორბანს ანტიუკრაინული რიტორიკა ჰქონდა.
„ანტიუკრაინული რიტორიკის მარცხი უნგრეთში არჩევნების დროს გახდა სიგნალი მსგავსი პოლიტიკური ძალებისთვის სხვა ქვეყნებშიც, რომ მსგავსი რიტორიკა არ მუშაობს“, – აღნიშნა სიბიგამ.

