პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026

ანა ნაცვლიშვილი: „ოცნება“ თავს ძლიერად რომ გრძნობდეს, ბოლო კოზირს ივანიშვილის სახით, არ აიძულებდა სამალავიდან გამოსულიყო

„ქართული ოცნება“ თავს ძლიერად რომ გრძნობდეს, ბოლო კოზირს ივანიშვილის სახით, არ აიძულებდა სამალავიდან გამოსულიყო,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნება“ თავს კარგად და ძლიერად რომ გრძნობდეს, ბოლო კოზირს ივანიშვილის სახით, არ აიძულებდა სამალავიდან გამოსულიყო. რაც შეეხება განცხადებებს, რომლებიც ამ დღეებში ვხედავთ მწარე, გაშმაგებულ თავდასხმებს „ლელოზე“ , ამას თავისი საფუძვლები აქვს. „ქართული ოცნება“ კარგად ხვდება, რომ მას ყავლი გაუვიდა და იმასაც კარგად ხვდება, რომ სწორედ, „ლელოს“ და ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა აქვთ, მოქალაქეებს, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ და არც წარსულის დაბრუნება უნდათ და რეალური სიახლე სურთ, რეალური არჩევანის საშუალება მისცენ“,- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშილმა, საერთაშორისო კონფერენციზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართელოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველომ გამოიარა აღმავლობისა და დაცემის, ერთიანობისა და დაშლის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის არაერთი პერიოდი, თუმცა, მისი თქმით, ქრისტიანობა დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მყარ საყრდენად, რომლის გარშემოც ქართველმა ხალხმა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო.„მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება, საზოგადოებრივი ურთიერთობები და, საბოლოოდ, ჩვენი ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაში.მას შემდეგ შეიცვალა სახელმწიფოები, საზღვრები, პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებრივი წყობა. საქართველომ გამოიარა აღმავლობისა და დაცემის, ერთიანობისა და დაშლის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის არაერთი პერიოდი. მაგრამ ამ ისტორიულ ცვალებადობაში ქრისტიანობა დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მყარ საყრდენად, რომლის გარშემოც ქართველმა ხალხმა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო.სწორედ ამიტომ 1700 წლისთავის აღნიშვნა მხოლოდ წარსულის გახსენება ვერ იქნება. ისტორიული თარიღის ნამდვილი მნიშვნელობა მაშინ ჩნდება, როდესაც იგი დღევანდელ კითხვებზე დაფიქრებას გვაიძულებს. და დღეს ასეთი კითხვები მრავლად გვაქვს.რას ნიშნავს ქრისტიანული ღირებულებები თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში? რა ადგილი აქვს რელიგიურ და ზნეობრივ გამოცდილებას პოლიტიკაში, რომელიც სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე მოქალაქეებს აერთიანებს? როგორ უნდა ითანამშრომლონ ეკლესიამ და სახელმწიფომ ისე, რომ დაცული იყოს როგორც სახელმწიფოს ინსტიტუციური ავტონომია, ისე ეკლესიის თავისუფლება და საზოგადოებრივი როლი? როგორ უნდა აისახოს ადამიანის ღირსების, პასუხისმგებლობის, თავისუფლების, სოლიდარობისა და მოყვასის პატივისცემის პრინციპები იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც პარლამენტები ყოველდღიურად იღებენ?,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ კითხვებზე მსჯელობას ემსახურება დღევანდელი კონფერენცია.,,ევროპული პარლამენტარიზმი ისტორიულ ვაკუუმში არ წარმოშობილა. ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში მრავალი წყარო მონაწილეობდა – ანტიკური ფილოსოფია, რომაული სამართალი, ქრისტიანული მსოფლმხედველობა, განმანათლებლობა და შემდგომი დემოკრატიული გამოცდილება.თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა, მოყვასის მიმართ ვალდებულება, სოლიდარობა, მოწყალება, ოჯახის მნიშვნელობა – ეს ცნებები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ევროპულ საზოგადოებებს და დღესაც მონაწილეობს მათ ზნეობრივ თვითგაგებაში.ამიტომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა არ ნიშნავს ეკლესიისა და საზოგადოების ერთმანეთისგან გამიჯვნას. თუმცა დღეს რწმენისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ ზოგჯერ ისეთი მკვეთრი მიდგომა გვხვდება, რომელიც რელიგიის სრულ განდევნას ესწრაფვის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ საზოგადოებრივი სივრციდანაც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ. მეტიც, ის რომ საქართველომ ბოლო ათწლეულებში შეძლო კონფლიქტებისა და ომების ეპოქის დასრულება და მშვიდობიანი განვითარების დაწყება, დიდწილად სწორედ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დამსახურებაა.რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც – იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა ქართული საზოგადოება და თითოეული ქართველი.ქრისტიანული რწმენის გარიყვა საზოგადოებრივი დისკურსიდან საზოგადოებას საერთო ზნეობრივ საყრდენს აცლის. ფართოდ გაზიარებული ზნეობრივი ნორმების შესუსტებისას ადამიანი მორალის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციამდე დადის. აქედან კი რელატივიზმამდე და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი ზნეობრივი წესრიგის რღვევამდე მცირე ნაბიჯია. ამ ტენდენციის გამოსწორება მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის მუდმივი დიალოგით არის შესაძლებელი.ეს საჭიროება კარგად ჩანს თავად თანამედროვე ევროპულ სამართალშიც. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლი აღიარებს ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების იდენტობასა და განსაკუთრებულ წვლილს და ადგენს მათთან ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგის პრინციპს.ეს მნიშვნელოვანი ევროპული ფორმულაა. ის გვეუბნება, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება იყოს მსოფლმხედველობრივად ნეიტრალური, მაგრამ საზოგადოების სულიერი, კულტურული და ზნეობრივი გამოცდილების მიმართ გულგრილი ვერ იქნება.პარლამენტისთვის ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც საზოგადოების განსხვავებული ინტერესები, ღირებულებები და შეხედულებები კანონებსა და საჯარო პოლიტიკაში აისახება.კანონი ტექნიკური ტექსტი არ არის. ყოველი მნიშვნელოვანი კანონის უკან დგას წარმოდგენა ადამიანზე, მის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე და სახელმწიფოს მოვალეობაზე.ამიტომ ღირებულებების შესახებ საუბარი პარლამენტისთვის უცხო თემა ვერ იქნება,’’- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონფერენციის ერთ-ერთი თემა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს შეეხება დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელლვანია, რადგან მის წინაშე არაერთი გამოწვევაა.,,ღირებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა არ ნიშნავს რწმენის კანონით თავს მოხვევას. ქრისტიანული ღირებულების ძალა სწორედ თავისუფალ არჩევანშია. ჩვენი ამოცანაა ისეთი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი რწმენისა და ტრადიციის მიხედვით ცხოვრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის თავისუფლებასა და ღირსებას.ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კონფერენციის მეორე დიდი თემა – ოჯახი.ოჯახი ერთ-ერთი უძველესი სოციალური ინსტიტუტია, მაგრამ მის წინაშე არსებული გამოწვევები დღეს სრულიად თანამედროვეა.ევროპის არაერთ ქვეყანაში მცირდება შობადობა, ბერდება მოსახლეობა, იზრდება ეკონომიკური და სოციალური წნეხი ახალგაზრდა ოჯახებზე. ტექნოლოგიური და კულტურული ცვლილებები ახალ კითხვებს აჩენს მშობლობის, თაობათა ურთიერთობისა და თავად ოჯახის მნიშვნელობის შესახებ.საქართველოც ამ პროცესებისგან განცალკევებული არ არის.ოჯახის მხარდაჭერა მხოლოდ პირადი მორალის საკითხი აღარ არის. იგი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხიცაა.ძლიერი ოჯახი ნიშნავს გარემოს, სადაც ბავშვი დაცულია, სადაც თაობები ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობენ და სადაც ადამიანი მარტო არ რჩება ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში.ქრისტიანული გაგებით კი ოჯახი კიდევ უფრო მეტია – ის სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვისა და პასუხისმგებლობის პირველი სკოლაა.სწორედ აქ სწავლობს ადამიანი იმას, რაც მოგვიანებით საზოგადოებასაც სჭირდება – სხვისთვის ადგილის დათმობას, პასუხისმგებლობის აღებას, განსხვავების მიღებას, პატიებას და ზრუნვას.ოჯახის დაცვა არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს გარიყვას და ტრადიციის დაცვა არ უნდა საჭიროებდეს იძულებას. პირიქით, ტრადიცია მაშინ არის ძლიერი, როდესაც მისი სიცოცხლისუნარიანობა თავისუფალ საზოგადოებაშიც დასტურდება.ამ საკითხებზე საუბარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ევროპა ერთდროულად რამდენიმე კრიზისს განიცდის – უსაფრთხოების, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ღირებულებით გამოწვევებს.კრიზისის დროს საზოგადოებები ხშირად მხოლოდ ინსტიტუტებსა და რესურსებზე ამყარებენ იმედს. მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოების გამძლეობა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით, სამხედრო შესაძლებლობებითა და ინსტიტუციური მოწყობით არ განისაზღვრება. მას განსაზღვრავს ისიც, თუ რამდენად მტკიცეა საზოგადოებრივი კავშირები, რამდენად ენდობიან ადამიანები ერთმანეთს, რამდენად გრძნობენ პასუხისმგებლობას ოჯახის, საზოგადოების და მომავალი თაობების მიმართ და რამდენად აქვთ საერთო ღირებულებითი საყრდენი.საქართველოს 1700-წლიანი ქრისტიანული გამოცდილება ამ თვალსაზრისით მხოლოდ ჩვენი წარსული არ არის. ეს არის გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება სულიერმა და კულტურულმა ტრადიციამ სახელმწიფოებრივ წყვეტებს გაუძლოს, თაობები ერთმანეთთან დააკავშიროს და ეროვნული იდენტობის უწყვეტობა შეინარჩუნოს.ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ ეს საიუბილეო წელი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის აღნიშვნის, არამედ ფართო ევროპული მსჯელობის შესაძლებლობაც გახდეს – მსჯელობისა იმაზე, თუ რა ადგილი აქვს ქრისტიანულ მემკვიდრეობას თანამედროვე ევროპაში; როგორ შეიძლება პარლამენტებსა და ეკლესიებს შორის დიალოგი იყოს ღია, რეგულარული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული; როგორ შეიძლება პოლიტიკამ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი; და საბოლოოდ – როგორ შეიძლება თავისუფალმა და პლურალისტურმა საზოგადოებამ შეინარჩუნოს ის ღირებულებითი საფუძველი, რომლის გარეშეც თავისუფლება ადვილად კარგავს პასუხისმგებლობას, ხოლო პოლიტიკა – ადამიანურ საზომს.1700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი. განვლილი 1700 წლის განმავლობაში ამ არჩევანის დაცვამ აურაცხელი მსხვერპლი მოითხოვა. საქართველოში ყველა თაობას უწევს იგივე არჩევანის გაკეთება, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით გააგრძელოს მამა-პაპათა არჩეული გზა, თუ მთლიანად მოერგოს ცვალებად პოლიტიკურ და კულტურულ კონიუნქტურას.ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს არჩევანი თანამედროვე სამყაროში და როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა ილია მეორის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მან თანამედროვე სამყაროში შეძლო და დაიცვა და ააღორძინა ისეთი უკვდავი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.„ამ კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი წმინდა პატრიარქი, ილია მეორე. მისმა გარდაცვალებამაც კი კიდევ ერთხელ გვაჩვენა ჩვენი ერის გასაოცარი ერთობა და სულიერი კავშირი – იმ უმაღლესი მიზნის ხორცშესხმა, რომელსაც უწმინდესმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა: ბერობაში, მღვდელმსახურებასა და პატრიარქობაში.ჩვენ ყველანი ვართ ამ სასწაულის მომსწრე, ამ ტრანსფორმაციის მხილველნი და ამ გაკვეთილის მსწავლელნი, თუ რას ნიშნავს იცხოვრო თანამედროვე სამყაროში და დაიცვა და ააღორძინო ისეთი უკვდავი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, რწმენა, ოჯახი, შრომა და თავდადება.ვფიქრობ დღევანდელი კონფერენცია თავის წვლილს შეიტანს ამ რთული საკითხების განხილვაში. მადლობა ჩვენს სტუმრებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მადლობა ყველას, ვინც ამ კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობდა. გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ მსჯელობას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე – დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გააზრებას, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობასა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა, ჩვენი გზა ევროპული ოჯახისკენ...

დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გააზრებას, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობასა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ის მყარი საფუძველია, რომელიც ევროპული ერების იდენტობას განსაზღვრავს და რომლის დაცვა დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.„ჩვენი გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ სწორედ იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებმაც თავად ეს დიდი ცივილიზაცია შექმნა. საქართველო მომავალშიც ურყევად გააგრძელებს ამ გზას – შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციებს, სულიერ იდენტობას და მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას. მადლობას ვუხდი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეას და ჩვენს უცხოელ სტუმრებს თბილისში ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, დისკუსია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთო ევროპული მომავლისა და სულიერი ფასეულობების განმტკიცების საქმეში.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს – საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილეს და გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გააზრებას, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობასა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა, ჩვენი გზა ევროპული ოჯახისკენ...

დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გააზრებას, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობასა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ის მყარი საფუძველია, რომელიც ევროპული ერების იდენტობას განსაზღვრავს და რომლის დაცვა დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.„ჩვენი გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ სწორედ იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებმაც თავად ეს დიდი ცივილიზაცია შექმნა. საქართველო მომავალშიც ურყევად გააგრძელებს ამ გზას – შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციებს, სულიერ იდენტობას და მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას. მადლობას ვუხდი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეას და ჩვენს უცხოელ სტუმრებს თბილისში ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, დისკუსია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთო ევროპული მომავლისა და სულიერი ფასეულობების განმტკიცების საქმეში.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს – საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილეს და გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ ყაველაშვილი – საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ეფუძნებოდა ჰუმანიზმსა და ეროვნულ იდეალებს

წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს, ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციის – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1 700 წელი საქართველოში“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე.„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორია დამპყრობლებთან და იმპერიულ ამბიციებთან მუდმივი ჭიდილის ქრონიკაა, ჩვენს მიწაზე სხვადასხვა სარწმუნოების, ენისა და ტრადიციის ხალხები ოდითგანვე მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთიან ეროვნულ სხეულს ქმნიდნენ.საამაყოა, რომ საქართველოში არასოდეს მომხდარა ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით გამორჩევა და დევნა, ამის უტყუარი დასტურია ჩვენს დედაქალაქში საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა კონფესიის ტაძრების გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაარსებობა. ქართველი ხალხი ყოველთვის ღია იყო მსოფლიო კულტურებისთვის, თუმცა არასოდეს დაუკარგავს საკუთარი ეროვნული და სულიერი თვითკმარობა.როდესაც ევროპული ცივილიზაციის საწყისებზე ვსაუბრობთ და ელინურ ფილოსოფიასა თუ რომაულ სამართალს ვიხსენებთ, გვმართებს დავაფასოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობაც – ფაზისის კოლხური აკადემიიდან მოყოლებული, ქართულ ინტელექტუალურ გონს უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპული და ქრისტიანული იდენტობის ფორმირებაში.საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე. უმდიდრესი სულიერი საგანძურით, უძველესი დამწერლობითა და ისეთი საგანმანათლებლო კერებით, როგორიცაა გელათისა და იყალთოს აკადემია, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ჰუმანიზმს, თავისუფლებასა და უზენაეს ეროვნულ იდეალებს ეფუძნებოდა.ქართული ხელოვნება, ფილოსოფიური აზროვნება და ლიტერატურა ორგანულად აერთიანებდა და კიდევ უფრო ამდიდრებდა, როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ცივილიზაციების მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას.წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს. ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.მისივე თქმით, უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს, სწორედ დედაეკლესია აერთიანებდა ერს, იცავდა ქართულ ენასა და ისტორიულ მეხსიერებას.„ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია. სწორედ ეს ღირებულებები გახდა ევროპული ცივილიზაციის საფუძველი.დღეს, როდესაც ევროპა ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა არის ის, რაც გვანიჭებს ძალას, გვაერთიანებს და რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი? ღრმად მწამს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩვენს ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ – მოყვასისადმი სიყვარულში, თანაგრძნობაში, უზენაეს სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაში.დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება უცვლელი სულიერი და ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მინდა, გავუსვა ხაზი ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიმტკიცისა და ღირსეული მომავლის ქვაკუთხედია. ეს გახლავთ სივრცე, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეროვნული იდენტობა, ტრადიციები და მარადიული ღირებულებები.მჯერა, რომ მომავალი თაობები ღირსეულად ატარებენ და დაიცავენ ამ მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას – ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას, ეროვნულ თვითმყოფადობასა და სულიერ სიმტკიცეს. საქართველო, ისევე როგორც წარსულში, მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი, სადაც ერთიანობა და მშვიდობა ქმნის ჩვენი ხალხის უკვდავ მომავალს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი – გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა, მჯერა, მომავალი თაობები დაიცავენ ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას

დღეს, როდესაც ევროპა ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა არის ის, რაც გვანიჭებს ძალას, გვაერთიანებს და რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი?, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციის – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ.„ღრმად მწამს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩვენს ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ – მოყვასისადმი სიყვარულში, თანაგრძნობაში, უზენაეს სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაში. დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება უცვლელი სულიერი და ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მინდა, გავუსვა ხაზი ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიმტკიცისა და ღირსეული მომავლის ქვაკუთხედია. ეს გახლავთ სივრცე, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეროვნული იდენტობა, ტრადიციები და მარადიული ღირებულებები. მჯერა, მომავალი თაობები ღირსეულად ატარებენ და დაიცავენ ამ მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას – ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას, ეროვნულ თვითმყოფადობასა და სულიერ სიმტკიცეს. საქართველო, ისევე როგორც წარსულში, მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი, სადაც ერთიანობა და მშვიდობა ქმნის ჩვენი ხალხის უკვდავ მომავალს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები