პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025

ალეკო ელისაშვილი – ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ

ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის შეფასებას კანონპროექტზე, რომელიც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ამის ზემოქმედებად განხილვა მოსალოდნელი იყო.

„კარგია, რომ ასეთი შეფასებაა და ეს მოსალოდნელიც იყო. რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს საქმეებში ერევა, ამიტომ მოდი, ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ავკრძალოთ და რეგისტრაცია გავუუქმოთ. ეს დემოკრატიული და ნორმალური იდეა ნამდვილად არ არის, ისევე, როგორც დაფინანსების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ამის ზემოქმედებად განხილვა.

ესეც გაუგებარია, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას რომ იღებენ და თან ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თან ვითომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ეს კიდევ კარგი, გავიგოთ, გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ დეპუტატები, რომლებიც არ დადიან პარლამენტში და ხელფასს იღებენ, აქ ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ეს ნამუსიანი და სწორი საქციელია. ამას ვერავინ ვერასდროს განგვიმარტავს და ვერ აგვიხსნის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის შეფასებას „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ გაითვალისწინებს.

„ჩემი ღრმა რწმენით, გაითვალისწინებენ. მმართველი გუნდი ახლა უზარმაზარი გამადიდებლის ქვეშ არის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან. იმის ფუფუნება, რომ გადახიონ ვენეციის კომისიის დასკვნა და გადაყარონ, ასე არ იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარია სტენერგარდი – საქართველომ, როგორც ეუთო-ს წევრმა, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ შეძლოს მოსახლეობამ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებისკენ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი სოციალურ ქსელ X-ზე ეუთო-ს თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის პოსტს აზიარებს.მარია სტენერგარდი იზიარებს ელინა ვალტონენის პოზიციას, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.„მნიშვნელოვანი შეხსენება ჩემი კოლეგა ელინა ვალტონენისგან. საქართველომ, როგორც ეუთო-ს წევრმა სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მისმა მოსახლეობამ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა შეძლოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ღია დებატებისა და თავისუფალი პრესის გზით. შვედეთი საქართველოს ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე – ჩვენთვის მთავარია, საქართველოში ყველა ქვეყნის ელჩმა პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციას

პიტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად ხელს უწყობს საზოგადბის გახლეჩის მცდელობებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობასთან და სადავო აქტივობებზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.კახა კალაძის განმარტებით, საქართველოში ყველა ქვეყნის ელჩის მოვალეობაა, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციებისადმი პატივისცემა და პროტოკოლით განსაზღვრული წესების დაცვა.„პეტერ ფიშერის საქმიანობას რაც შეეხება, ვხედავთ, რომ ის დიპლომატიური სამსახურის გარდა, ყველაფერს აკეთებს. არის მონაწილე ძალადობრივი დაჯგუფებისა  და ხელს უწყობს საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობას, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისებას. კარგია, რომ გერმანიაშიც დაისვა კითხვები მასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოსთან მიმართებით ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა, სხვადასხვა მისიაში მყოფებმა, ამ შემთხვევაში ელჩებმა, პატივი სცენ საქართველოს დამოუკიდებლობას, კონსტიტუციას. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, რაც არის პროტოკოლით გაწერილი, შეასრულონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი ამაგი ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე ფასდაუდებელია, შესაბამისად, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ – მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანის...

„ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში, გილოცავთ ვეტერანის დღეს ! ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ყველაზე რთულ დროს დაიცავით ჩვენი სამშობლო. დღევანდელი დღე, რომელიც ქართველ ვეტერანებს გეკუთვნით, კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ, იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც გმირულად იცავდით და დღემდე იცავთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის ფასი ყველაზე უკეთ ვეტერანებმა იციან.„ჩვენ პატარა, მაგრამ ღირსეული და ამაყი ერი ვართ, რომელმაც კარგად იცის მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ჩვენმა ისტორიულმა გამოცდილებამ, მრავალსაუკუნოვანმა ქარტეხილებმა, ისიც კარგად გვასწავლა, რომ ქართველი კაცისთვის აღნიშნული ცნებები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა - მშვიდობისთვის ბრძოლასაც გულისხმობს, ხოლო მშვიდობის დაცვა, საკუთარ თავში, თავისუფლების დაცვასაც მოიაზრებს. ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ იცით მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე, როგორც ის, რომ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება, რაც ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია. საქართველო გმირების ქვეყანაა და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი თქვენ ხართ. თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველთვის გვახსოვდეს თქვენი თავგანწირვა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.„ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ცოდნა თქვენი გმირობის შესახებ, რადგან ჩვენი შვილების სწორი ღირებულებებითა და ფასეულობებით აღზრდა, მათში ეროვნული სულისკვეთების გაღვივება, საქართველოს ნათელი მომავლისა და მყარი სუვერენიტეტის მთავარი გარანტიაა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ვეტერანების გვერდში დგომაა. მიხეილ ყაველაშვილმა მათ ქართველი ხალხის სახელით ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.„სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი თქვენს გვერდში დგომაა, რაც უკვე არაერთი წელია, საქმით დასტურდება. თქვენი ამაგი ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე ფასდაუდებელია, შესაბამისად, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და უდიდეს მადლობას გიხდით ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მფარველი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანის დღეზე: ყველაზე უკეთ თქვენ იცით მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე, როგორც ის, რომ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე...

„ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში, გილოცავთ ვეტერანის დღეს ! ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ყველაზე რთულ დროს დაიცავით ჩვენი სამშობლო. დღევანდელი დღე, რომელიც ქართველ ვეტერანებს გეკუთვნით, კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ, იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც გმირულად იცავდით და დღემდე იცავთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის ფასი ყველაზე უკეთ ვეტერანებმა იციან.„ჩვენ პატარა, მაგრამ ღირსეული და ამაყი ერი ვართ, რომელმაც კარგად იცის მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ჩვენმა ისტორიულმა გამოცდილებამ, მრავალსაუკუნოვანმა ქარტეხილებმა, ისიც კარგად გვასწავლა, რომ ქართველი კაცისთვის აღნიშნული ცნებები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა - მშვიდობისთვის ბრძოლასაც გულისხმობს, ხოლო მშვიდობის დაცვა, საკუთარ თავში, თავისუფლების დაცვასაც მოიაზრებს. ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ იცით მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე, როგორც ის, რომ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება, რაც ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია. საქართველო გმირების ქვეყანაა და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი თქვენ ხართ. თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველთვის გვახსოვდეს თქვენი თავგანწირვა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.„ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ცოდნა თქვენი გმირობის შესახებ, რადგან ჩვენი შვილების სწორი ღირებულებებითა და ფასეულობებით აღზრდა, მათში ეროვნული სულისკვეთების გაღვივება, საქართველოს ნათელი მომავლისა და მყარი სუვერენიტეტის მთავარი გარანტიაა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ვეტერანების გვერდში დგომაა. მიხეილ ყაველაშვილმა მათ ქართველი ხალხის სახელით ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.„სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი თქვენს გვერდში დგომაა, რაც უკვე არაერთი წელია, საქმით დასტურდება. თქვენი ამაგი ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე ფასდაუდებელია, შესაბამისად, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და უდიდეს მადლობას გიხდით ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მფარველი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

კახა კალაძე ეუთო-ს თავმჯდომარეზე: შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის ქვეყანაში და ძალადობრივი დაჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას ახალისებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელს არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ გააჩნია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ შეაფასა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის საპროტესტო აქციაზე მისვლის ფაქტი.კახა კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი მიდის საპროტესტო აქციაზე და ახალისებს პროცესებს.„ჩვენ ვიცით ქვეყნის შიგნით არსებული პროცესები საიდან იმართება, ვინ აფინანსებს. მათ თავიანთი პატრონები და დავალების მიმცემები ჰყავთ. ჩამოვიდა ეუთო-ს თავმჯდომარე და ნახა თავისი „შვილები“ როგორ ასრულებენ დავალებას. რაც შეეხება უშუალოდ მის ქმედებას, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ძალადობრივი დაჯგუფების რამდენიმე წარმომადგენლის მიერ მოწყობილ აქციაზე მიდის. ის პირდაპირ ახალისებს მათ და ეს ძალიან მძიმეა.ჩვენი უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნულ ფაქტზე განმარტებები უკვე გააკეთა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელთან ცალმხრივი ურთიერთობის რეჟიმში ვრჩებით. მათი ქმედებები, რასაც საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ, ძალიან მძიმეა. არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ აქვთ. ჩვენ ხომ ვიცით რისთვის სჭირდებოდათ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ და მოიხსენიონ ისე, როგორც სათამაშო, რასაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრიც ამბობდა, რომ საქართველო თურმე ევროპელების და ზოგადად უცხოელებისთვის კარგი სათამაშო ყოფილა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები