ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025

აზერბაიჯანში რუსული იარაღი დაიწუნეს

აზერბაიჯანში რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღის ხარისხით უკმაყოფილოები არიან. ამის შესახებ სამხედრო ბლოგი bmpd-ი ბელარუსულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.

ბელარუსის გამოცემა თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ 2017 წლის რუსეთ-აზერბაიჯანის დახურულ სამხედრო სხდომაზე ბაქოში განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის იარაღს დაეთმო. აღნიშნავენ, რომ სხდომაზე უკმაყოფილება გამოთქვეს კონტრაქტში გაწერილ იარაღებზე, კერძოდ: Т-90С, БМП-3, БТР-82, САУ «Мста-С», РСЗО «Смерч», ЗРК და «Тор-М2.

დოკუმენტში წერია, რომ რუსული იარაღი მოთხოვნილ კატეგორიებს ვერ აკმაყოფილებს და ხშირად საერთოდაც არ მუშაობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეიმურაზ წიქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, უფრო მეტიც, უპასუხა შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი

მინდა განვმარტო დეზინფორმაცია რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა. წინა პროცესზე ბატონმა ბრალდებულმა განმარტა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი არ პასუხობდა გარკვეულ შეკითხვებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე საუბრისას. ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. უ ფრო მეტიც, წიქვაძის თქმით, ივანიშვილმა უპასუხა ისეთ შეკითხვებსაც, რომლებიც განსახილველ საქმესთან შემხებლობაში არ იყო, სწორედ იმ მიზნით, რომ ვინმეს არ ეთქვა, თითქოს დაზარალებული მხარე რომელიმე კითხვას თავს არიდებს. „მინდა განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, რაც მათ გააჩნდათ. უფრო მეტიც, უპასუხა ისეთ შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ჰქონდა შემხებლობა დავის საგანთან, ანუ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან სწორედ იმ მიზნით, რომ შემდგომ ვინმეს არ გაეცხადებინა, რომ რაიმეს თავს ვარიდებთ, ჩვენ, დაზარალებული მხარე. ამიტომ, ის განმარტებები, რაც ბრალდებულმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა იყო სიცრუე.“ - აღნიშნა თეიმურაზ წიქვაძემ.

„ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის კიდევ ბევრ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ!“ – ერეკლე ღვინიანიძე

„მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და ქართული ოცნების ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი“,- წერს ერეკლე ღვინიანიძე, რომელმაც დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, რჩება ქართული ოცნების გუნდის წევრად და თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე მიიღო. „მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს, თანამდებობა იუსტიციის მინისტრთან გარკვეულ საკითხებთან არსებული უთანხმოების გამო დავტოვე. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე და ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს. მრავალ წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და ქართული ოცნების ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი. ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის ჩვენ კიდევ ბევრ ქმედით და წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ!“- წერს ღვინიანიძე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა

ქართულ და მალაიზიურ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ვებგვერდზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათ) დღეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატები სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, პროკურატურას კი, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები, ნონა ქურდოვანიძე და მაია მწარიაშვილი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, პროკურატურას კი, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს. „ჩვენი მოთხოვნებია, რომ სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალ დილას წარვადგენთ სასამართლოში და გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული, ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან; საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე; სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი; პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამავე საქმეში; პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო; საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადი მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო; საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

თეიმურაზ წიქვაძე ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერზე: როდესაც ამ თემაზე დავიწყე განმარტებების გაკეთება, ბრალდებულს და მის წარმომადგენლებს პრეტენზია ჰქონდათ, რომ არ მოგვეხდინა...

დღეს მიმდინარეობდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და როგორც იხილეთ, წაიკითხა პროკურორმა ის მტკიცებულებები, რომელიც საქმეში დევს. რაც შეეხება სამხარაულის დასკვნას, ეს დოკუმენტი ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით არ მომეცა საშუალება რომ ამას გავცნობოდი. ბრალდებისთვის ცხადია, ცნობილია თუმცა, დაცვის მხარე დღეს გაეცნო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე საუბრისას. ადვოკატმა პროკურატურის მიერ პროცესზე წარმოდგენილ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს შორის საუბარს ეხებოდა, განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, მოწმის სახით ექსპერტს დაიბარებენ და ის მისცემს განმარტებებს. ამასთან, წიქვაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საუბრის ჩანაწერი ექსპერტიზის დასკვნით ავთენტური არ არის, ამ ფორმითაც კი ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პოზიციას. „როგორც მოვისმინე, ამ დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლოში დაიბარებენ მოწმის სახით შესაბამის ექსპერტს და ის მისცემს განმარტებებს. ასევე, როგორც მოვისმინე, თავად ბრალდებულ ბაჩიაშვილს ალბათ, თავისი ალტერნატიული ექსპერტიზა აქვს შეკვეთილი და შემდგომ მოხდება ამის განხილვა სასამართლოს მიერ. მე როდესაც ჩემი დაკითხვის დროს მქონდა მცდელობა, გარკვეული განმარტებები გამეკეთებინა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, პირდაპირ ადასტურებს ასევე, ამ ფორმით რა ფორმითაც წარმოდგენილია, ამ ფორმითაც კი პირდაპირ ადასტურებს ჩვენი მხარის პოზიციას. შესაძლოა, ექსპერტი ამბობს, რომ იქ ხარვეზებს აქვს ადგილი და არ არის ავთენტური, თუმცა, ამ ფორმითაც კი პირდაპირ ადასტურებს ჩვენი მხარის პოზიციას. თუმცა, როდესაც ამ თემაზე დავიწყე განმარტებების გაკეთება, ბატონ ბრალდებულ ბაჩიაშვილს და მის წარმომადგენლებს პრეტენზია ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, რომ არ მოგვეხდინა შეფასებები“, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

ბოლო სიახლეები