ტექნოლოგიები

Instagram ვიდეოს გადახვევის ფუნქციას ტესტავს

შესაძლოა, მალე Instagram-ზე ვიდეოს გადახვევა შეძლოთ. ახალი ფუნქციის შესახებ ინფორმაციას მკვლევარი ჯაინ ვონგი, Twitter-ზე  ავრცელებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Instagram სიახლეების კედელზე დაპოსტილი ვიდეოს გადახვევის ფუნქციას ტესტავს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფუნქცია უკვე აქვს Instagram-ის IGTV-ის, თუმცა, ფოტო-ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებელს, სიახლეების ზოლში არსებული ვიდეოების გადახვევა აქამდე არ შეეძლო. Jane Manchun Wong@wongmjane Instagram is testing video seekbar 322 1:21 AM – Mar 28, 2019 105 people ...

დაწვრილებით »

კაფსულა, რომელიც თბილისიდან ქუთაისში 15 წუთში ჩაგიყვანთ

„ჰაიპერლუპი“ – ტრანსპორტირების ახალი საშუალება, რომლის სიჩქარეც ბგერის სიჩქარეს აღემატება. ჰაიპერლუპის კონცეფცია Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურ დირექტორს, ელონ მასკს ეკუთვნის. ეს არის ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ისეთ სირთულეებს უვლის გვერდს, როგორებიცაა საწვავის დანახარჯი, მგზავრობის დრო და ამინდი. ჰაიპერლუპი სპეციალურ მილებში მოძრავი კაფსულისებრი ტრანსპორტია, რომელიც დაბალი წნევის მქონე მილებში მოძრაობს და საათში 1 223 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. როგორც ჩანს, ილონ ...

დაწვრილებით »

Facebook-ი 15 წლის გახდა

Facebook-ი 15 წლის გახდა. სოციალური ქსელი 19 წლის მარკ ცუკერბერგმა 2004 წლის 4 თებერვალს დააარსა. ამის შესახებ Independent-ი წერს. თავიდან ის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი, დღეს კი Facebook-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელსაც მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია ...

დაწვრილებით »

შვედეთი 2030 წლისთვის შიგაწვის ძრავებს კრძალავს

შვედეთი 2030 წლისთვის შიგაწვის ძრავის მქონე მანქანების გაყიდვას აკრძალავს. ამ  ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ეს არის შვედეთის ახალი ხელისუფლების პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი. შესაბამისად, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა და კლიმატის შესახებ პარიზის შელშეკრულების პირობების შესრულება ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტების ჩამონათვალში სახელდება. “შვედეთი უნდა გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული და აღარ გამოიყენებს საწვავს,” – განაცხადა შვედეთის პრემიერმინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა  სტეფან ლიოვენმა, როდესაც მან ...

დაწვრილებით »

სიახლე- მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციით საშუალება ექნებათ ინტერნეტის სიჩქარე აკონტროლონ

ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მიზნით კომპანიებმა აბონენტებთან ახალი ხელშეკრულებები ოთხ თვეში უნდა გააფორმონ. შესაბამისი დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო. “კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, ძალაში 15 აგვისტოდან შევა. მანამდე კი ყველა ინტერნეტ პროვაიდერს ოთხთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები დადგენილებასთან  შესაბამისობაში მოიყვანონ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს და 24-საათიან რეჟიმში შეამოწმებს, რამდენად იცავენ კომპანიები ...

დაწვრილებით »

„ფეისბუქს“ დაწყვილებისა და გაცნობის სერვისი დაემატება

Facebook-ი დაწყვილებისა და გაცნობის ფუნქციას ამატებს. ამ სიახლის საშუალებით მომხმარებელს პარტნიორის მოძებნა შეეძლება. სოციალური ქსელის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ აქამდე არსებული მსგავსი გაცნობის აპლიკაციებისგანგანსხვავებით, F8-ის მიზანი ნამდვილი, ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნა იქნება. ამის მისაღწევად კი Facebook-ი ქსელში მარტოხელად (single) მონიშნულ ადამიანებს მსგავსების ნიშნით დააკავშირებს. კანდიდატები იქნებიან მეგობრების სიის მიღმა და მომხმარებლის მეგობრები გაცნობის ანკეტას ვერ ნახავენ. „Facebook-ზე 200 მილიონზე მეტი ადამიანია, ვისაც თავი მარტოხელად აქვს მონიშნული. ...

დაწვრილებით »

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ტელეფონის აკუმულატორი მალე არ დაჯდეს

არსებობს რამდენიმე სასარგებლო ინსტრუქცია, რომელიც მომხმარებელს ურჩევს, თუ როგორ უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ ერთხელ დატენვის შემდეგ სმარტფონის აკუმულატორი რაც შეიძლება დიდხანს არ დაჯდეს. – რაც მთავარია, ნუ შეამოწმებთ ეკრანს ყოველ 5 წამში ერთხელ იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანში შეიძლება დაჯდეს თქვენი ტელეფონი. თუ საქმე ძალიან ცუდადაა, ჩართეთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომელიც აიფონების და Android-ის სმარტფონების თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად თანამედროვე მოდელს ...

დაწვრილებით »

Google Maps-ს ქართული ენა დაემატა

Google Maps-ის გამოყენება აქამდე მხოლოდ რამდენიმე ენაზე იყო შესაძლებელი, თუმცა კომპანიამ ეს მინუსი გამოასწორა და ინტერფეისს 39 ენა დაამატა, მათ შორის არის ქართულიც. ინფორმაციას Engadget-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, რუკა ხელმისაწვდომია სკანდინავიურ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ყოფილი საბჭოთა კავშირის, აფრიკის ქვეყნების სხვადასხვა ენაზე, ასევე დაემატა სპარსული, ვიეტნამური, თურქული და ზულუს ენები. განახლებული Google Maps-ი მსოფლიოში 1.25 მილიარდამდე ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარ ...

დაწვრილებით »

როგორ იქცევიან კაცები, რომლებიც ღალატისთვის ემზადებიან

შესაძლოა თქვენ ენდობოდეთ თქვენს პარტნიორს, თუმცა ხანძგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, მეორე ნახევრის მოხიბვლა რთულდება. ბრიტანელი სპეციალისტი ემი ივერსონი ასახელებს 6 ნიშანს, რომლითაც შეგიძლიათ მიხვდეთ: გღალატობთ თუ არა მეუღლე? აპირებს თუ არა სხვასთან რომანის დაწყებას? ამის შესახებ სტატია Daily Mail-იმმოამზადა. 1. რას გეუბნებათ თქვენი ქმრის ბავშვობა (აღზრდა)? – თუ თქვენი მეუღლის მშობლები განქორწინებულები არიან, დიდი შანსია, რომ თქვენმა პარტნიორმა იგივე მოიმოქმედოს. პრობლემებით დატვირთული ბავშვობა, ან ძველად ...

დაწვრილებით »

დღეს მსოფლიოს ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათება ერთი საათით გამოირთვება

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტის, „დედამიწის საათი“-ს ფარგლებში დღეს, ისევე როგორც ყოველ წელს ამ დროს, მილიონობით ადამიანი აქრობს სინათლეს ერთი საათით. ასევე, მსოფლიოს ასობით ქვეყანაში ყველა ღირსშესანიშნაობაზე განათება ერთი საათით გამოირთვება. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა სტარტი 2007 წელს სიდნეიში აიღო. სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა „დედამიწის საათმა“ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ ერთი საათის და მეტი დროის განმავლობაში მას შეუერთდნენ ...

დაწვრილებით »