სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ დროს პატიმრებს მკურნალობის ნაცვლად აწამებდნენ, დღეს კი იმაზე ვსაუბრობთ, რომ ხანგრძლივი პაემნების უფლება არა მხოლოდ მსჯავრდებულებს, უკვე ბრალდებულებსაც უნდა ჰქონდეთ

ოპოზიციიდან ზოგიერთს პენიტენციურ სისტემაზე საუბრის უფლება აქვს, თუმცა, საოცრებაა როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ...

ზურაბ ჯაფარიძე: „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან

ჩემი დაკვირვებით, „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან,- ამის შესახებ  „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთდრში...

გიული ალასანია სააკაშვილზე: ძალიან ცდილობს გამოკეთდეს – წონაში ცოტა მომატება არის

სააკაშვილზე: ძალიან ცდილობს გამოკეთდეს, ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ ცოტა მომაგრდეს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. „რაღაცით არის უკეთ...

რატი ბრეგაძე: „ქალბატონი თინა ბოკუჩავა ომახიანად ითხოვდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. გადავეცით, მაგრამ არც ჩაუხედავს, ისე დატოვა აქ. ეს არის მათი რეალური სახე, არ აინტერესებთ სიმართლე“

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პარლამენტის მანდატურის სამსახურმა თინა ბოკუჩავას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მის მიერვე მოთხოვნილი სასამართლოს გადაწყვეტილება გადასცა, თუმცა, დეპუტატმა დოკუმენტი წაუკითხავად დატოვა. „ქალბატონი თინა ბოკუჩავა ითხოვდა აი, აქ საკმაოდ ომახიანად – მაჩვენეთ ის სიტყვები, რაც თქვენ თქვით, რომ არის  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიო. მანდატურმა გადასცა ეს დოკუმენტი ქალბატონ თინას, თუმცა, ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ განათავსა მან აქ ისე, რომ არც ჩუხედავს; ისე, რომ შემდგომ გადმოდო და დაავიწყდა. აი, ეს არის მათი რეალური სახე. მათ საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე. მთავარია, რომ პროპაგანდისტული მანქანით გაავრცელონ ტყუილი და შემდგომ ეცადონ, რომ საზოგადოებას დააჯერონ. თუმცა, არავის აღარ სჯერა მათი და ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.

რატი ბრეგაძე: „შევახსენებ სახელმწიფოს ინტერესებით მოთამაშე ლუდომანებს – ეს არის ისტორიული სირცხვილი“

„ეს არის ისტორიული სირცხვილი და ჩვენი თავდაცვის ძალების შეურაცხყოფა“, – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი ყოფილი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებთან მიმართებით. „სახელმწიფო ინტერესებით მოთამაშე პოლიტიკურ ლუდომანებს დღეს შევახსენე სახელმწიფოს წინააღმდეგ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ეს არის ისტორიული სირცხვილი ჩვენი თავდაცვის ძალების წინაშე – ის განცხადებები, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს და ის რეზოლუცია, რასაც ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი“. მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაც შეაფასა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთდა: „თავდაცვის ძალები გმირულად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და უამრავი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ. მათ იმ ტერიტორიებისთვის იბრძოლეს, რომლებსაც ენმ-ის ბელადი, ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, „ქვაგორიან ადგილებს“ უწოდებდა, რომლებსაც ნულოვანი ღირებულება აქვს“.

რატი ბრეგაძე ოპოზიციაზე: „ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, და მერე დარბაზშიც ვერ შემოდიან. არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში დასკვნით სიტყვაში ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს მიმართა, რომელთაც ტელევიზიით კითხვების დასმა დააანონსეს და შემდეგ დარბაზშიც არ შემოსულან. „დარბაზიდან გაქცეულებს: ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ. ნებისმიერ მოხსენებაზე დააყენებენ კორიანტელს, კითხვებს დასვამენ და შემდეგ გარბიან. თუმცა, დღეს სხვა რამეც ვიხილეთ – უკვე  ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, ერთი ამბავი იქნებაო, და მერე დარბაზშიც ვერ  შემოვიდნენ. ესეც ვიხილეთ. რას ვიზამთ, ამით ეს ადამიანები აჩვენებენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ სახეს და არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემაა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.