Daily Archives: ნოე 17, 2023
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ დროს პატიმრებს მკურნალობის ნაცვლად აწამებდნენ, დღეს კი იმაზე ვსაუბრობთ, რომ ხანგრძლივი პაემნების უფლება არა მხოლოდ მსჯავრდებულებს, უკვე ბრალდებულებსაც უნდა ჰქონდეთ
ოპოზიციიდან ზოგიერთს პენიტენციურ სისტემაზე საუბრის უფლება აქვს, თუმცა, საოცრებაა როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის...
სიახლეები
ზურაბ ჯაფარიძე: „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან
ჩემი დაკვირვებით, „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“...
პოლიტიკა
გიული ალასანია სააკაშვილზე: ძალიან ცდილობს გამოკეთდეს – წონაში ცოტა მომატება არის
სააკაშვილზე: ძალიან ცდილობს გამოკეთდეს, ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ ცოტა მომაგრდეს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.„რაღაცით არის უკეთ...
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: „ქალბატონი თინა ბოკუჩავა ომახიანად ითხოვდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. გადავეცით, მაგრამ არც ჩაუხედავს, ისე დატოვა აქ. ეს არის მათი რეალური სახე, არ აინტერესებთ...
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პარლამენტის მანდატურის სამსახურმა თინა ბოკუჩავას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მის მიერვე მოთხოვნილი სასამართლოს გადაწყვეტილება გადასცა, თუმცა, დეპუტატმა დოკუმენტი წაუკითხავად დატოვა.
„ქალბატონი თინა ბოკუჩავა ითხოვდა აი, აქ საკმაოდ ომახიანად – მაჩვენეთ ის სიტყვები, რაც თქვენ თქვით, რომ არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიო. მანდატურმა გადასცა ეს დოკუმენტი ქალბატონ თინას, თუმცა, ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ განათავსა მან აქ ისე, რომ არც ჩუხედავს; ისე, რომ შემდგომ გადმოდო და დაავიწყდა. აი, ეს არის მათი რეალური სახე. მათ საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე. მთავარია, რომ პროპაგანდისტული მანქანით გაავრცელონ ტყუილი და შემდგომ ეცადონ, რომ საზოგადოებას დააჯერონ. თუმცა, არავის აღარ სჯერა მათი და ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: „შევახსენებ სახელმწიფოს ინტერესებით მოთამაშე ლუდომანებს – ეს არის ისტორიული სირცხვილი“
„ეს არის ისტორიული სირცხვილი და ჩვენი თავდაცვის ძალების შეურაცხყოფა“, – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი ყოფილი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებთან მიმართებით.„სახელმწიფო ინტერესებით მოთამაშე პოლიტიკურ ლუდომანებს დღეს შევახსენე სახელმწიფოს წინააღმდეგ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ეს არის ისტორიული სირცხვილი ჩვენი თავდაცვის ძალების წინაშე – ის განცხადებები, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს და ის რეზოლუცია, რასაც ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი“.
მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაც შეაფასა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთდა:
„თავდაცვის ძალები გმირულად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და უამრავი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ. მათ იმ ტერიტორიებისთვის იბრძოლეს, რომლებსაც ენმ-ის ბელადი, ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, „ქვაგორიან ადგილებს“ უწოდებდა, რომლებსაც ნულოვანი ღირებულება აქვს“.
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე ოპოზიციაზე: „ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, და მერე დარბაზშიც ვერ შემოდიან. არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა“
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში დასკვნით სიტყვაში ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს მიმართა, რომელთაც ტელევიზიით კითხვების დასმა დააანონსეს და შემდეგ დარბაზშიც არ შემოსულან.„დარბაზიდან გაქცეულებს: ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ. ნებისმიერ მოხსენებაზე დააყენებენ კორიანტელს, კითხვებს დასვამენ და შემდეგ გარბიან. თუმცა, დღეს სხვა რამეც ვიხილეთ – უკვე ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, ერთი ამბავი იქნებაო, და მერე დარბაზშიც ვერ შემოვიდნენ. ესეც ვიხილეთ. რას ვიზამთ, ამით ეს ადამიანები აჩვენებენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ სახეს და არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემაა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პოლიტიკა
პრეზიდენტი: სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც მზად იქნება თავდადებისთვის, ამ ქვეყანას ექნება მომავალი!
ორბელიანების სასახლეში დღეს 1923 წლის 21 მაისს საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია...
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე ლევან ბეჟაშვილს: „მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვა ვერ მოგიფიქრებიათ; სად იყავით, როდესაც კითხვის დასმის დრო იყო, მარტო ტელევიზიასთან რომ...
იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ლევან ბეჟაშვილს მიმართა: „მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვა ვერ მოგიფიქრებიათ. მე მომავალზე ვლაპარაკობ ზუსტად და აქ რომ ყოფილიყავით დარბაზში და მოგესმინათ, სწორედ მომავალზე ვისაუბრე. ისიც მოვისმინე, განცხადება გაგიკეთებიათ – იუსტიციის მინისტრთან კითხვები გვაქვსო, და საკმაოდ გაბრაზებული სახით აკეთებდით ამ განცხადებებს... ახლა მე გკითხავთ – სად იყავით, როდესაც კითხვის დასმის დრო იყო, მარტო ტელევიზიასთან რომ შეგიძლიათ საუბარი. სად იყავით? დარბაზში არ იყავით?!“
პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე: საქართველოს ამ ისტორიული შესაძლებლობების პერიოდში, სათავეში სწორედ მიხეილ სააკაშვილი სჭირდება, ეს პროცესი სწორედ მან უნდა მიიყვანოს ბოლომდე
საქართველოს ამ ისტორიული შესაძლებლობების პერიოდში, სათავეში სწორედ მიხეილ სააკაშვილი სჭირდება, ეს პროცესი სწორედ მან უნდა მიიყვანოს ბოლომდე„უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაზე...
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: „ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც ჰქონდა თქვენს ხელისუფლებას“
„რაც აქ ვიდექი, ერთი სიტყვა არ მითქვამს შეურაცხმყოფელი, ქალბატონო თინა, თუმცა, თქვენ ჩვეულ რეჟიმში თავი გამოიჩინეთ ისევ და ისევ ამ შეურაცხყოფებით. პრემიერთან დაკავშირებითაც გქონდათ...
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, მტრის ნარატივს, „ქვების გროვა“ უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს და ეს არის სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავენ“
რატი ბრეგაძემ პარლამენტში დეპუტატის კითხვას უპასუხა, თუ რა როლი აქვს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში.
„მინდა, საზოგადოებას და ამ დარბაზში მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შევახსენო რამდენიმე ამონარიდი. მაგალითად: „თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულად გამოყენებას საქართველოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და, როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას – კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებით“, – ეს ერთი ამონარიდი. ახლა მეორე: „ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება, ან დაჭრა, ისევე, როგორც საკუთრების უფლების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე როგორც საქართველოს, ისე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“. თქვენი აზრით, ეს ფრაზები ვის ეკუთვნის? და ვინ მოაწერა ამაზე ხელი? ეს არის ამონარიდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციიდან. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ, აი, ამ რეზოლუციაზე ხელის მოწერა შეეძლო ქართველს? ეს ხომ წარმოუდგენელია ყველასთვის და სწორედ ამ ადამიანებმა, რომელთაც გამოკრული აქვთ თავიანთი ბელადის სურათი, სწორეთ მათ თავიანთი ბელადის ხელმძღვანელობით მოაწერეს ხელი ამ მტრულ გადაწყვეტილებას. როგორ შეიძლება, ადამიანი იდგე შენი შეიარაღებული და თავდაცვის ძალების გვერდით, გულზე მჯიღს იცემდე, პატრიოტობას ქადაგებდე და ასეთ რეზოლუციაზე აწერდე ხელს?! სწორედ მათ მოაწერეს ხელი და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია. პირდაპირ ამბობდნენ, რომ ჩვენ გამოვიყენეთ არაპროპორციული ძალა და ამას აბრალებდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს, იმ ბიჭებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ხელს აწერდნენ მართლაცდა მტრის ნარატივს და დღეს გვესაუბრებიან პატრიოტიზმზე, რუსეთზე და ა.შ. ამ რეზოლუციაზე ხელმოწერა არის მათი სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავენ. კიდევ ერთი ამონარიდი: „იმ ტერიტორიების უმეტესობა, რაც რუსებმა წაიღეს, არის ქვების გროვა, მას აქვს ნულოვანი ღირებულება“. ეს ყოფილი მთავარსარდლის სიტყვებია, რომელიც საქართველოს მოქალაქეობიდან გავიდა და სხვა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგა. ამ ადამიანმა ფული გადაიხადა სენატორების დარწმუნებაში, რომ სანქცია დააკისრონ საქართველოს და ეს გამოქვეყნდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე. ამაში იხდიდნენ ფულს და ქვების გროვად მიაჩნდათ ტერიტორია, რომელიც დაიკარგა, და დღეს ლაპარაკობენ ოკუპაციაზე, მის შედეგებზე და აქეთ იშვერენ ხელს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პოლიტიკა
გია ბარამიძე: 35 წელია პოლიტიკაში ვარ, 5 პარლამენტის წევრი ვარ და ის რაც დღეს პარლამენტში ხდება, არასოდეს მინახავს
35 წელია პოლიტიკაში ვარ, 5 პარლამენტის წევრი ვარ და ის რაც დღეს პარლამენტში ხდება, არასოდეს მინახავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია...