Daily Archives: იანვარი 10, 2021

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი, მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს. პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყრიან კენჭს. აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება. „მუხლთა ზოგ ნაწილში, საუბარია საკმაოდ ხშირად ჩადენილი დანაშაულების ამნისტირებაზე – მაგალითად, როგორიცაა ნარკოდანაშაული, ეკონომიკური, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. არსებითი სიახლე არის ის, რაც პირველი მოსმენისას ითქვა: ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში, ...

დაწვრილებით »

გუდაურში პირველად საბავშვო ბაღი აშენდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში საბავშვო ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 35 აღსაზრდელზე. ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აღსანიშნავია,რომ გუდაურს, რომელიც მაღალმთიანი ზონის სტატუსით სარგებლობს არასდროს ჰქონია საბავშვო ბაღი. ახალი დაწესებულების აშენებამ გუდაურში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაც გამოიწვია. საბავშო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 837 ათასი ლარით დაფინანსდა, თუმცა მოგვიანებით დამატებით რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან 223 ათასი ლარი გამოიყო, რაც დაწესებულებამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას და ეზოს მოწყობას მოხმარდა. დასრულებლი მშენელობა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ, რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დაწვრილებით »

ჩემპიონს 100 წელი შეუსრულდა

9 იანვარს სპორტული სამყარო მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ტანმოვარჯიშის, აგნეშ კელეთი (კლაინის) ასი წლის იუბილეს აღნიშნავს. აგნეშის სამ ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული (1948, 1952, 1956 წ.წ.). ოლიმპიადაზე მას 10 მედალი აქვს აღებული. აქედან 5 ოქროსი. იუბილესთან დაკავშირებით მას სპეციალური ვიდეომიმართვა მიუძღვნა და დაბადების დღე მიულოცა უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე წიგნი ...

დაწვრილებით »