Daily Archives: სექტემბერი 13, 2020

Gorbi: არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს გამოკითხულთა 56.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცმედა

ფოტო: ქართული ოცნება ორგანიზაცია Gorbi-ს წინასაარჩევნო კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას თუკი არჩევანი შემდეგ პარტიებს შორის უნდა გაგეკეთებინათ?“ გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 56.3% „ნაციონალური მოძრაობა“ – 11.9% „პატრიოტთა ალიანსი“ – 7.1% „ევროპული საქართველო“ – 4.8% „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.5% „ლეიბორისტული პარტია“ 3.3% „ლელო“ – 2.9% „გირჩი“ – 2.7% „დემოკრატიული პარტია“ ...

დაწვრილებით »

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ზედაეწერსა და ჩხორიაში იმყოფებოდა. მისი თქმით ზედაეწერში ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ,,სოფელი გაზიფიცირებულია,  სოხუმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ, არის შიდა გზების მოწესრიგების საჭიროება, რომლის მოგვარებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს“-განაცხადა  ირაკლი ჩიქოვანმა. როგორც მმართველის გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, სოფელში დიდია ადგილობრივების ინტერესი კენკროვანი კულტურების მიმართ. ,,ზედაეწერში ...

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილი: “მასტერ ლიგა” ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპuლარიზაციას, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მსგავსი ღონისძიებების ხელშემწყობები.

  „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან და ქალაქის თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში “მასტერ ლიგის” სამოყვარულო ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. “ეს ძალიან მისასალმებელი პროექტია. ტურნირში, რომელშიც 10 ქუთაისური გუნდი მონაწილეობს, საქართველოს მასშტაბით 12000 ახალგაზრდა იქნება ჩართული. “მასტერ ლიგა” ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპილარიზაციას, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ჯანსაღ სპორტულ აზარტს. ...

დაწვრილებით »

სადაა შესაძლებელი ბათუმში PCR-ტესტის ჩატარება – დეტალურად

აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება, – ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტესტირება შემდეგ კლინიკებში მიმდინარეობს: ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2; საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30; ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20; N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7; თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4. მოქალაქეებს შეუძლიათ, აღნიშნულ კლინიკებს 10:00 – ...

დაწვრილებით »

სალომე ზურაბიშვილი რთველში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი რთველში მონაწილეობს. სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ფოტოებს Facebook-ზე ავრცელებს.

დაწვრილებით »

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ

თქვენ ჯერ კიდევ მაშინ იდექით ჩვენს გვერდში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა და სწორედ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დუშეთის მოსახლეობას, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე. კახა კალაძის თქმით, ...

დაწვრილებით »

შალვა კერესელიძე: მჯერა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი ძმები, მეგობრები, ამომრჩევლები ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ ქვეყნის განვითარებას

დიდი პატივია იყო მცხეთა მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. უკვე ორი წელია, ერთად ვმუშაობთ და ალბათ დამეთანხმებით, დუშეთში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელით, – ამის შესახებ, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი, კარგი და წარმატებული საქმეები და პროექტები განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე. „საქართველოს მთავრობისა და ...

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ქუთაისელებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელებს მიმართავს და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, აუცილებელია რეკომენდაციები სრულად იქნას დაცული. “ბოლო დღეების განმავლობაში იმერეთში, ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა, თუმცა როგორც სპეციალისტებიც ამბობენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კვლავ სრულად მართავს პროცესს. აუცილებელია ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, ...

დაწვრილებით »

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთ​ში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 640 შემთხვევაა დადასტურებული, 165 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის ...

დაწვრილებით »

ტოჩინოშინი აკი ბაშოს პირველ დაპირისპირებაში დამარცხდა

ტოკიოში სუმოს ტრადიციული სუპერტურნირი განახლდა. ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი პირისპირ მე-5 მაეგაშირა კირიბაიამასთან საწყისი შეტაკებისთანავე იორიკირის ილეთით დამარცხდა. შემოდგომის ბაშო, „რიოგოკუ კოკუგიკანში“ ტარდება თუმცა კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე გულშემატკივრების დასწრება შეზღუდულია. ხვალ ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირას, ტეროცუიოშის დაუპირისპირდება. რანგში დასაწინაურებლად ლევან გორგაძეს აკი ბაშოზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ აკი ბაშოზე ტრავმების გამო არ იასპარეზებენ იოკოძუნები, ჰაკუჰო და კაკურიუ.

დაწვრილებით »