Daily Archives: სექტემბერი 12, 2020

იოსებ ხახალეიშვილი:  მომავალ თაობებს ქუთაისზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, რომ ქალაქის წარმატებაზე ორიენტირებულის სულისკვეთებით გაიზარდონ

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გამსახურდიასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა, საარჩევნო  პროგრამა წარუდგინა და მათ საჭიროებებს გაეცნო. “ჩვენ იმ ქალაქის შვილები ვართ, რომელსაც ქართული კულტურისა და განათლების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქუთაისისთვის ამ ისტორიული სტატუსის განსამტკიცებლად. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით დიდი, საშვილიშვილო საქმე  უკვე გაკეთდა –  დაფუძნდა ქუთაისის საერთაშორისო ...

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილი – ჩვენ იმ ქალაქის შვილები ვართ, რომელსაც ქართული კულტურისა და განათლების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.  

გამსახურდიას და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შევხვდი, საარჩევნო პროგრამა წარვუდგინე და მათ საჭიროებებს გავეცანი. ჩვენ იმ ქალაქის შვილები ვართ, რომელსაც ქართული კულტურისა და განათლების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.  ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქუთაისისთვის ამ ისტორიული სტატუსის განსამტკიცებლად.  ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით დიდი, საშვილიშვილო საქმე  უკვე გაკეთდა –  დაფუძნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს სტუდენტების პირველი მიღება განახორციელა. ახლა ...

დაწვრილებით »

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 158 ადამიანი დაინფიცირდა, 9 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ...

დაწვრილებით »

ამირან გამყრელიძე: ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან თავშეკავების რეკომენდაციას გავცემთ

ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომ პანდემიის დროს თავი შევიკავოთ დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან. ამასთან, ის გადაწყვეტილება, რომ სწავლა 2 კვირით გადაიდი დიდ ქალაქებში, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობთ, ერთ-ერთი დამხმარე იქნება ინფექციის შემდგომ შეკავებაში, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოწოდებს, დაიცვან მინიმალური და აუცილებელი რეკომედაციები, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ...

დაწვრილებით »

ქუთაისში COVID19-ის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. ყველა მათგანი პედაგოგების კონტაქტებია – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დასრულდა ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმის კოლეგების ტესტირებაც და ყველა პასუხი უარყოფითია. გვიან ღამით მედიკოსის სხვა ახლო კონტაქტების ტესტირების პასუხებს ელოდებიან. ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში კი PCR კვლევა 300 -მდე ადამიანმა ჩაიტარა. დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა ...

დაწვრილებით »

გიორგი გახარია: მცხეთა განსახიერებაა საქართველოსი, ყველაფრის, რაც საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული

მცხეთა განსახიერებაა საერთოდ, საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც აქ ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს ვპირდებით, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მცხეთა სრული ასახვაა ამ ქვეყნის და ...

დაწვრილებით »

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1-ელ ნოემბრამდე იმოქმედებს

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 31 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. „საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); რიგა (ICAO-ს ...

დაწვრილებით »