პარასკევი, მაისი 9, 2025

,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტი დევნილი გოგონებისთვის

ინტერვიუ თინათინ მესხთან

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდს’’ საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ახალგაზრდებთან მომუშავე აქტიურ ორგანიზაციას. დაარსების დღიდან დღემდე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროგრამებში ათასობით მოზარდი და ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. პროექტები ძირითადად მოხალისეობის განვითარებას, ახალგაზრდების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას ისახავს მიზნად.

,,ჰელფინგ ჰენდს’’ ჰყავს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი, რომლებთან თანამშრომლობაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს.  პარტნიორთა შორისაა – ,,The Global Resilience Fund for Girls’’, სწორედ აღნიშნული ფონდის მხარდაჭერით 6 თვეა ხორციელდება პროექტი ოკუპირებულ რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები გოგონების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მიზნით COVID-19 პანდემიის პირობებში.

სულ რამდენი მონაწილე გააერთიანა პროექტმა, რა ღონისძიებები განხორციელდა და როგორია მიღებული შედეგები – ამ და სხვა თემებზე ორგანიზაციის დირექტორს, თინათინ მესხს ვესაუბრეთ:

ქალბატონო თინათინ, რატომ გადაწყვიტეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება, საიდან გაჩნდა ეს იდეა და აქამდე თუ გყავდათ პროექტებში ჩართული საზღვრისპირა ან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები გოგონები?

ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის საზღვრისპირა სოფლებში მდგომარეობა საკმაოდ რთული და საგანგაშოა. არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ადგილობრივებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება, ჩვენ ახალგაზრდებთან ვმუშაობთ, შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს იქ მცხოვრები ახალგაზრდები.

ამ მიმართულებით წლებია ვმუშაობთ, მაგალითად 2010 წლიდან ვახორციელებდით „მშვიდობის ელჩებისა“ და „ლიდერ გოგონათა კლუბებს“ გალის რესურს ცენტრთან და აფხაზეთის მთავრობასთან თანამშრომლობით. ეს პროგრამები, გვაძლევდა შესაძლებლობას ეს ახალგაზრდები, განსაკუთრებით გოგონები, არ დარჩენილიყვნენ არსებული შესაძლებლობების მიღმა. პანდემიის დაწყების შემდეგ, არსებული პროგრამების ფორმატი ბუნებრივია შეიცვალა, გაჩნდა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროებაც და ამ პროგრამით სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა მუშაობა.

რა ღონისძიებები განხორციელდა აღნიშნული პროექტის ფარგლებში?

პროექტში თანატოლ-განმანათლებელი გოგონები არიან ჩართულები, რომლებიც მონაწილეობენ დაგეგმილ ღონისძიებებში. ამავდროულად, აქტიურად უწყობენ ხელს სხვა გოგონათა ჩართულობასაც სამიზნე რეგიონებიდან.

პროექტი 2 ეტაპად განხორციელდა, პირველ ეტაპზე საზღვრისპირა და ოკუპირებული რეგიონებიდან 20 გოგონა იყო ჩართული, მეორე ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში მცხოვრები 15 გოგონა ჩაერთო. ღონისძიებები დისტანციურ რეჟიმში ხორციელდებოდა.

პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა ფსიქოლოგთან ღია შეხვედრებისა და მიზნობრივი ვებინარების ჩატარების საჭიროება. შესაბამისად, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ორგანიზებით ყოველკვირეულად იგეგმებოდა ონლაინ-შეხვედრები პროფესიონალ ფსიქოლოგთან, ქალბატონ ლია ჭილაშვილთან, ის საუბრობდა ახალგაზრდებისთვის აქტუალურ საკითხებზე, პანდემიის პირობებში წამოჭრილ პრობლემებზე, როგორიცაა მაგალითად: სკოლის, უნივერსიტეტის დახურვისა და თანატოლებთან პირდაპირი, აქტიური ინტერაქციის შეზღუდვის გამო მოზარდებში გახშირებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის:  დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, თვითშეფასებასთან დაკავშირებული საკითხები, კომპლექსები, და ა.შ.

მონაწილე გოგონები ძალიან აქტიურად ერთვებოდნენ შეხვედრებში, სვამდნენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს, უსმენდნენ ფსიქოლოგს, იზიარებდნენ სხვათა მოსაზრებებს… ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტით ხელი შევუწყვეთ გოგონების გაძლიერებას, მათში მოტივაციის ამაღლებას და ახალი მიზნების დასახვას.

ცნობილია, რომ მონაწილეებს ჯგუფური შეხვედრების გარდა, ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებსაც სთავაზობდით. რამდენად აქტიურად გადიოდნენ მონაწილეები ასეთ კონსულტაციებს?

დიახ, პროექტის დაწყებიდანვე ცხადი გახდა, რომ ჯგუფურთან ერთად, სადაც ყველასთვის ასე თუ ისე საერთო პრობლემატიკა იყო განხილული, არსებობდა ინდივიდუალური კონსულტაციის საჭიროებაც. ამრიგად, პროექტის ფარგლებში ასევე შესაძლებელი იყო ანონიმური და ინდივიდუალური კონსულტაციის გავლა ფსიქოლოგთან. ამ მიმართულებითაც აქტიურობდნენ გოგონები, თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღების საშუალება ეძლეოდათ, არა მხოლოდ პროექტში რეგისტრირებულ მონაწილეებს, არამედ, ნებისმიერ მსურველ გოგონას:

ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე ეტაპობრივად ვრცელდებოდა ბმულები და ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც მსურველებს შეეძლოთ: შეკითხვების გამოგზავნა, ფსიქოლოგთან ღია შეხვედრაში ჩართვა, ანონიმურ შეკითხვებზე კვალიფიციური პასუხის მიღება.

თინათინ, როგორია პროექტის საბოლოო შედეგები და გეგმავს თუ არა ,,ჰელფინგ ჰენდი’’ გოგონათა ამ ჯგუფთან მუშაობის გაგრძელებას სამომავლოდ?

ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გოგონებთან ჩამოყალიბებული თანამშრომლობა გავაგრძელოთ, მათ ჩვენ პარტნიორებად და ჩვენი გუნდის წევრებად მოვიაზრებთ და მათთან ერთად ვფიქრობთ მსგავსი სერვისი სხვა სოფლებში მცხოვრებ გოგონებსაც გავუზიაროთ. ასევე ვფიქრობთ, რომ არსებული სერვისი კიდევ უფრო  უნდა განვითარდეს, გაფართოვდეს და ეფექტიანად პასუხობდეს ახალგაზრდების ფსიქო-საგანმანათლებლო საჭიროებებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

🎥„აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

დრამისა და კინოს მსახიობი, „ინფლუენსერი“ თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. @tamunamdivanმაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️ ♬ original sound - თამუნა მდივანი ცნობისთვის, გიორგი მდივანი გასულ კვირას, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ბიჭის ნათლიამ დაწერა, გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ბოლო სიახლეები