პარასკევი, მაისი 9, 2025

შალვა პაპუაშვილი – შოვში სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება, ნაწილობრივ ხდება გზის გაკვალვა, რათა ტექნიკამ მეორე ნაპირზე სრულად მუშაობა შეძლოს

შოვში სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება, ნაწილობრივ ხდება გზის გაკვალვა, რათა ტექნიკა მივიდეს და მეორე ნაპირზე შეძლოს სრულად მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შოვში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ადგილზე თავდაცვის სამინისტროს ძალებიც არიან.

„ხედავთ უკვე ახლოდანაც, რა მდგომარეობაა კურორტ შოვში. ფაქტობრივად, აღარ არის ის ტერიტორია ისეთი, რომელიც ჩვენ გვახსოვს. ახლა მნიშვნელოვანია, სამუშაოები გაგრძელდეს, ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოების სოლიდარობა და კონსოლიდირება. მინდა, ყველას მივმართო, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ.

რამდენიმე საკითხი მინდა, დავასახელო, რომელიც სამწუხაროდ, გუშინ გავრცელდა. რაღაც საკითხები იწვევს ხოლმე ისტერიას. გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გაავრცელა გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა, თითქოს ეს შეეხებოდა მდინარე ბუბას და ამ ტერიტორიას, თითქოს იყო ღვარცოფის საშიშროება. საუბარი იყო სხვა მდინარეზე, რომელიც სულ სხვა ხევია. გუშინ სოციალურ ქსელში ამას პანიკურად აზიარებდნენ, მათ შორის მედიის საშუალებით. მე მივმართავ „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელს, რომელიც იყო ამის ინიციატორი, მანაც დაწეროს, რომ მცდარი იყო ეს ინფორმაცია.

მეორე საკითხი, რაზეც იყო საუბარი, თითქოს კალაპოტი იყო შეცვლილი „სანსეტ შოვის“ მიერ. ესეც არის ტყუილი. კალაპოტი ნამდვილად არის შეცვლილი, ოღონდ 60-იან წლებში და არანაირი კავშირი ჩვენს თანამედროვეობასთან არ აქვს. ასევე გავრცელდა, თითქოს ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა წყალი და მდინარე ბუბაში ორი დღე წყალი არ იყო. ესეც არის ტყუილი. ჩვენ დღეს სავარაუდოდ გვექნება გეოლოგიური დასკვნა პროცესებთან დაკავშირებით. წინასწარი მონაცემებით, ადგილი ჰქონდა მოწყვეტას, საბოლოო პუნქტამდე ამ ღვარცოფული ქვა-ღორღის ჩამოშლას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, 5-6 წუთი და დაგროვებაც იყო ძალიან მცირე პერიოდშიც. ამაზეც გვექნება საბოლოო დასკვნა.

მინდა, ყველას მივმართო, ახლა არ არის დრო, რათა დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში. ყველა ამ ტრაგედიით დათრგუნულია, ამიტომ ახლა არის სოლიდარობის დრო და ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები