მარიკა ბაკურაძე: მე ვფიქრობ, რომ „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ ხელმძღვანელობას შეუთავსებლობა აქვს იმასთან, რომ მე თან მათი თანამშრომელი ვიყავი და თან ტელეკომპანია „იმედის“ სახე ვარ. ეს არის დისკრიმინაციის ერთგვარი ფორმა

Read Time:31 Second

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე, „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ თანამშრომელი აღარ არის. 15-წლიანი თანამშრომლობა გამომცემლობებიდან მიღებული ერთი მესიჯით შეწყდა. კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზებზე ბაკურაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ მათ პრობლემა შეექმნათ და შეუთავსებლობა აქვთ იმასთან, რომ მე თან მათი თანამშრომელი ვარ (15 წელია) და თან ვარ ტელეკომპანია „იმედის“ სახე. მათ „იმედთან“ შეუთავსებლობის შესახებ ღიად დაწერეს „ფეისბუქის“ საშუალებით. ერთადერთი ეს მაქვს ხელჩასაჭიდი, ეს არის დისკრიმინაციის ერთგვარი ფორმა, სხვა რა შეიძლება დავარქვა. ვკითხე – რატომ მათავისუფლებთ, რა არის მიზეზი-მეთქი და პასუხი იყო რომ, ბოლო ხანს შენი მხრიდან მუშაობაში მონდომებას ვერ ვატყობთო. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ასე მითხრეს, რომ ეს არის დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის ერთობლივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბაკურაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტრამპი: მე ვარ ერთადერთი, ვისაც მესამე მსოფლიო ომის შეჩერება შეუძლია
Next post „პირველად მესმის“ – „არტანუჯის“ დამფუძნებელი, ბუბა კუდავა აცხადებს, რომ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს