სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 ან 1000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახს 70 000 დოლარი, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მორალურად რომ მიუღებელია, ეს თავისთავად ასეა, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე: ათასგვარ ინტერპრეტაციას ვისმენთ. სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 ან 1000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახს 70 000 დოლარი, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ამის შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ არა, მორალურად სწორია თუ არა. რამდენად დამაჯერებელია, რომ ეს არის ჰონორარი? ჩემი აზრით, წარმოუდგენელი და შეურაცხმყოფელია, საზოგადოებას შეასაღო ის ლოგიკა, რომ საქმე გვაქვს რაიმე სახის ჰონორართან. არ შეიძლება იყოს მსგავსი რაოდენობის ჰონორარი ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.