თუ იქნება სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეიძლება ვერ მიიღოს. თუმცა, მაშინაც, როდესაც ეს ერთხელ არ მოხდა და საქართველომ, თავისი მეგობარი ორი ქვეყნისგან განსხვავებით მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, მაშინაც შეგვეძლო გვეთქვა, და ვსაუბრობდით სხვათა შორის, რომ ობიექტურობის შემთხვევაში სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ვერ მივიღეთ. მსჯელობის საშუალება არის პესიმისტური სცენარისთვისაც და ოპტიმისტური სცენარისთვისაც. ნახევრად სავსე, ან ნახევრად ცარიელ ჭიქაზეც შეგვიძლია გესაუბროთ. თუ ვიღაცები, მაგალითად გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სატატუსის ვერმიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან, ანუ ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, უფრო მეტი შანსია მივიღოთ სტატუსი. ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, არამედ ბევრი ადამიანი ობიექტურად ფიქრობს ასე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.