ძალიან მძიმეა, რაც მოხდა და ვფიქრობ, ეკლესიას აქვს თავისი კნონიკური წესები, რომელსაც ვერ გადაუხვევს, არა იმიტომ, რომ ადამიანი არ უყვარს, პირიქით, ადამიაზე ზრუნავს და ფიქრობს ეკლესია- ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ თერჯოლაში 11 წლის თვითმკლელობისა და მისთვის წესის აგების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, არის რაღაცები, რაშიც სასულიერო პირები შეზღუდულები არიან.
„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცით ადამინის სულზე მზრუნველობაზე უარს ვამბობთ. უწმინდესს ბევრჯერ გადაუწყვეტია მსგავსი შემთხვევები და ალბათ, ახლაც გადაწყვეტს“- აღნიშნა მამა შალვამ.
მანამდე თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა გიორგიმ განაცხადა, რომ თუ 11 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, მას ეკლესია წესს არ აუგებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მამა – 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.