ორშაბათი, ივნისი 2, 2025

ლევან ნიკოლეიშვილი-ზურაბიშვილი აპირებდა კიევში ჩასვლას, როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი ხაზგასმით უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც საქართველო ისევ პირდაპირი სამიზნე გახდებოდა

„ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა ისევ მაქსიმუმზე ადიოდა „ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა ისევ მაქსიმუმზე ადიოდა. ქართულმა ოცნებამ დაასწრო, რისკი დააზღვია და ისიც უთხრა, რომ მხოლოდ სიმბოლურად არის მთავარსარდალი და ისიც რომ სიმბოლურმა, ცერემონიულმა მთავარსარდალმა ასეთ ვითარებაში ქვეყანა არ უნდა დატოვოს“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილის თქმით, საკითხავია რატომ იციან ეს ამბავი მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვინ აორგანიზებს მსგავს საკითხებს?!

„ჩემი ინფორმაციით, ზურაბიშვილი აპირებდა კიევში ჩასვლას პოლონეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად. როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, ამ ფაქტზე ხაზგასმით უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც ჩვენ ისევ პირდაპირი სამიზნე ვხდებოდით. ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა ისევ მაქსიმუმზე ადიოდა. ქართულმა ოცნებამ დაასწრო, რისკი დააზღვია და ისიც უთხრა, რომ მხოლოდ სიმბოლურად არის მთავარსარდალი და ისიც რომ სიმბოლურმა, ცერემონიულმა მთავარსარდალმა ასეთ ვითარებაში ქვეყანა არ უნდა დატოვოს. რამდენიმე კითხვა მეც მრჩება, რატომ იციან ეს ამბავი მაინცდამაინც „ნაცმოძრაობაში “(საიდანაც ჟონავს ეს ინფორმაცია) და ვინ აორგანიზებს მსგავს საკითხებს?!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სახელმწიფო დეპარტამენტი – რუბიომ ლავროვთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა ტრამპის მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რუსეთის თხოვნით, სატელეფონო საუბარი გამართა.„რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ, რათა მიღწეული იყოს ხანგრძლივი მშვიდობა“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო უწყები სხლემძღვანელის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამიინისტრომაც გაავრცელა.

ხონის მე-13 დაწესებულება არის სააკაშვილის მმართველობის სიმბოლო, დასკვნით დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი იყო მწვალებელი, რომელიც კარცერებში პატიმრებს სჯიდა – თეა წულუკიანი

ხონის მე-13 დაწესებულება არის სააკაშვილის მმართველობის სიმბოლო, დასკვნით დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი იყო მწვალებელი, რომელიც კარცერებში პატიმრებს სჯიდა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ხონში განუცხადა. კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია დასკვნით დაადასტურებს, რომ სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო მწვალებელი, რომელიც კარცერებში პატიმრებს არაადამიანური მოპყრობის, წამების მსხვერპლად აქცევდა.„როდესაც პატივი მქონდა, მეხელმძღვანელა იუსტიციის სამინისტროსთვის, მაშინ ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან ბალანსიდან ბალანსზე გადმოვიტანეთ ხონში სასჯელაღსრულების ეს ყოფილი დაწესებულება, ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, რომელიც დღეს ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ დაათვალიერა. იმ დროიდან, მე მახსოვდა, რომ ხონის მე-13 სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულება იყო ერთადერთი ადგილი დღეისთვის საქართველოში, სადაც შემორჩენილია ე.წ. სააკაშვილის კარცერების შენობა. შევთავაზე კომისიის წევრებს, ეს ენახათ. დღეს მინდა, მადლობა გადავუხადო კომისიის წევრებს, ყველამ მოისურვა ამის ნახვა, რადგან იმ პერიოდის სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სისტემურ დანაშაულებს როდესაც იძიებ, რა თქმა უნდა, ეს შენი თვალით უნდა გქონდეს ნანახი.ჩვენ ვნახეთ კარცერების ის სისტემა, რომელიც, როგორც ერთ-ერთმა აქ მყოფმა ყოფილმა თანამშრომელმა, ვინც გიდობა გაგვიწია, თქვა, ზუსტად ისევეა ხელუხლებელი, როგორც იყო 2007-2008-2009 წლებში. კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებიც და ის, როგორ თვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან გარესამყაროსთან ყველანაირი კავშირი აკრძალული ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს ფოტომასალა და რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, შევა ჩვენს დასკვნაში, დასკვნას თან დაერთვება როგორც ფოტო, ასევე ვიდეომასალა ხონის მე-13 დაწესებულებისა, რაც არის სიმბოლო სააკაშვილის მმართველობის. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ კარცერებში პატიმრებს სჯიდა და შემდეგ არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სოზარ სუბარი სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონის პენიტენციურ დაწესებულებაზე: აქ ყოფნა პატიმრებისთვის წამება იყო, მითუმეტეს, ცემის თანხლებით, რის შედეგადაც დაავადებულები გამოდიოდნენ და მთელ ცხოვრებას შერყეული...

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ხონში, კომისიის გასვლით სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონში მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას მედიასთან იხსენებს.დეპუტატის თქმით, 4 კვადრატული მეტრი ფართობის კარცერი, სადაც 6 ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰყავდათ საშინელ პირობებში, ცემის გარეშეც ადამიანის წამებაა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ კარცერში პატიმრებს არ ჰქონდათ არანაირი პირობები, მათ ბეტონზე ეძინათ, რომელზეც ხშირად წყალს უსხამდნენ.დეპუტატმა ხონის პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კატასტროფული გავრცელების დეტალებიც გაიხსენა.„კარცერები, რომლებიც ვნახეთ, ფართობით 4 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ამ სივრცეში 6 ადამიანი ჰყავდათ ხოლმე რამდენიმე კვირის მანძილზე. სულ რომ ცემას არ ჰქონოდა ადგილი, ეს კარცერი კი არა, ადამიანის შეგნებული წამებაა. ყოფილი პატიმრები ჩვენს კომისიაზე ჰყვებოდნენ, რომ 1,5 კვადრატულ მეტრ ფართობში არ იყო არც ლეიბი, არც საწოლი - პირდაპირ ბეტონზე ეძინათ, ხშირად წყალს უსხამდნენ ამ ბეტონზეც და იყვნენ ამ სიტუაციაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, თან ყოველდღიურად სცემდნენ. ეს ყველაფერი ცემის გარეშეც წამებაა და მითუმეტეს, ცემის თანხლებით, რომლის შედეგადაც დაავადებულები გამოდიოდნენ ადამიანები და მთელ ცხოვრებას შერყეული ჯანმრთელობით ატარებენ. ასეთი პირობების გამო იყო ამდენი გარდაცვალების შემთხვევა. ამ ციხეში ტუბერკულოზი კატასტროფულად ვრცელდებოდა, რადგან საკნებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს, ერთ ტუბერკულოზიანს შეუშვებდნენ ჯანმრთელ ადამიანებთან და შედეგად, რამდენიმე კვირის შემდეგ, ყველა თანამესაკნე დაავადებული იყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, აქციების დროს, 112-ის ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ, სასამართლომ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავო გახადა, თუმცა, პროკურატურამ ხუტაშვილ-მუმლაძეს საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა.სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ზარალი 11 2000 ლარს შეადგენს.ცნობისთვის, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა.ამის შესახებ ლევან მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.„გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.მინდა, მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება. მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე“, – წერს ლევან მგალობლიშვილი.

ბოლო სიახლეები