კონკრეტული ადამიანი მოვიდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან. თანხა არ დაკონკრეტებულა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ე.წ. შუამავალი იყო ერთი და კონტაქტი ჰქონდა პარტიის ერთ-ერთ წევრზე. საუბარი არ ყოფილა დაფინანსებასა და კონკრეტულ თანამშრომლობაზე. მინიშნება იყო ერთჯერადად თანხის გადახდაზე. სანაცვლოდ კი გახარია თბილისი მერობისთვის აღარ იბრძოლებდა.
„ორჯერ იყო მინიშნება თანხასთან დაკავშირებით, მოცულობაზე არ ყოფილა საუბარი. ეს ადამიანი არ იყო გახარიას პარტიის წევრი. ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო ნდობით აღჭურვილი პირი, ამაზე გვქონდა სრული ინფორმაცია. ამის დაკონკრეტება შეიძლება. მაგრამ დეტალებში არ შევალ. საინტერესო აღარ არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.