კვირა, ნოემბერი 24, 2024

ზურაბ ქადაგიძე: ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია, შიმშილობის ფეიკ-კამპანიას თუ ვნახავდი ნამდვილად არ მეგონა

სპეცოპერაცია-„კაშკა“ – ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია, შიმშილობის “ფეიკ-კამპანიას” თუ ვნახავდი ნაღდად არ მეგონა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა.

ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას აზიარებს, რომელიც ადასტურებს, რომ სააკაშვილი გარკვეულ საკვებს იღებს.

„სპეცოპერაცია-„კაშკა“ – ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია… ჰოდა მოიფიქრეს დაახლოებით ასეთი გეგმა,რომ პოსტოპერაციული დიეტა გამოეყენებინათ შიმშილობად… და აგერ ჩვენი “საამაყო” მიშა უბრახუნებს ფაფებს და წვენს. განა იმიტომ,რომ შიმშილობს? -უბრალოდ დიეტაზეა ბიჭი… შიმშილობის “ფეიკ-კამპანიას” თუ ვნახავდი ნაღდად არ მეგონა…
ყველაფერი მოდელირებული როგორ გაქვთ? „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
P.S
დათა თუთაშხიაში,რომ სურამელი იაკოფაა ფაფის სიყვარულისთვის,რომ „კაშკა“ შეარქვეს ხომ გახსოვთ? ნეტა მიშას რა ზედმეტსახელი მოუხდებოდა“, – წერს ანალიტიკოსი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს, რომ ხვალ, საპროტესტო აქციით, მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებას ხელს შეუშლიან. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელს შეუშლიან ქვეყნის გადარჩენასა და სამშვიდობოზე გაყვანას. „ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში - ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას, ხელს შეუშლიან იმ პროგრამის რეალიზაციას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას, უმრავლესობასა თუ ოპოზიციის მხარდამჭერებს წარვუდგინეთ სულ ახლახან და რაც გულისხმობს ქვეყნის გადარჩენას, სამშვიდობოზე გაყვანას, ამას შეუშლიან ხელს და უკვე აღარც მალავენ“, - აცხადებს ვოლსკი.

ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა – პატარა სანის ნათლიები ბერა და გიორგი ამილახვარი არიან – ფოტოები

„ქართული ოცნების” დეპუტატმა და ცნობილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა. ნათლობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მაია ბიწაძე ავრცელებს. როგორც ნათლობის კადრებში ჩანს პატარა სანი „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონათლეს.

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: დღეს იმ პოლიტიკოსს ქართველი კაცი მხარს უჭერს, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს, თავში ტყვია ასროლინა – ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ...

ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავში ტყვია ასროლინა და გაგვიშარჟეს ღვთისმშობელი. ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა და ამაყობს ამით, -  ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, განაცხადა. დეკანოზის თქმით, ვერავინ დააჯერებს, რომ ადამიანს, რომელმაც საკუთარ შვილს ქართული ენა არ ასწავლა, საქართველო და ქართველი ერი უყვარს.  მისივე განცხადებით, დღეს ეს ადამიანები გვევლინებიან ქვეყნის და ერის დამცველებად. "ვიდეო მანახეს, რომ მისმა შვილმა ქართული ენა არ იცის და ამით ამაყობს - დედაც ქართველი ჰყავს, მამაც ქართველი ჰყავს და საქართველოზე გვესაუბრება, ქართველობაზე საუბრობს. შვილებმა ენა არ იციან. ადამიანს როგორ უნდა გძულდეს შენი ერი და შენი ქვეყანა, რომ შენს შვილს შენი ენა არ ასწავლო. ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა, 400 წელი ენა შეინარჩუნეს, იცით რა დევნაში და რა წამებაში? ყველა ემიგრანტზე ვლაპარაკობ, შემირცხვენია ყველა ქართველი, ვინც საკუთარ შვილს ენას არ ასწავლის. შენ ღმერთს შენს ენაზე უნდა ესაუბრო. ამ ენის გამო, იცით რამდენი სისხლი დაიღვარა? მე ვერ დამაჯერებთ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, იმას სამშობლო უყვარს. იმ შენმა შვილმა რა ენაზე უნდა მოისმინოს წირვა, ღვთისმსახურება რა ენაზე უნდა მოისმინოს? და დღეს, ეს ადამიანები არიან ქვეყნის და ერის დამცველები - ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა, შენს ქვეყანას, შენს შვილებს მიხედავს და მოუვლის ის? საკუთარ შვილზე არ უნდა ენის სწავლება, ანუ, მისთვის ეს ენა არაფერს ნიშნავს. არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა. საჭიროებაა შენთვის ეს ქვეყანა და გამოსაყენებელია ეს ქვეყანა. მინდა, ამაზე დაფიქრდეთ ყველანი, ეს სარწმუნოება, ღირებულებები, ფასეულობები - ქრისტიანულ ფასეულობებზე დგას ეს ქვეყანა. ევროპა იმიტომაა კარგი, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე იდგა, მაგიტომ გვინდოდა სულ ევროპა, მაგიტომ გავრბოდით." -  განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი დასულები?! - ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა. დეკანოზი გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ ქარდს, სადაც წმინდა გიორგი, შუბს ურტყამს შავ წერტილს, რომელიც ოპოზიციისთვის არჩევნების გაყალბების სიმბოლოა. მან აღიშნა, რომ წმინდა გიორგის გაშარჟება აქამდე არავის გაუბედავს როგორც დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, გიორგობის დღესასწაულზე ლოცვაზე დასწრების ნაცვლად, ქრისტიანი ადამიანები აქციაზე იმყოფებოდნენ. "ჩვენთვის, ჩვენი რჯული არის ყველაზე მთავარი და წმინდა გიორგი ამ რჯულის გამო ნაკუწებად აქციეს, იმიტომ, რომ მან თავისი რჯული არ უარყო. ამიტომ, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ სხვა ჯიში და სხვა რჯული გვაქვს, ვერ გაიგეს ეს. გუშინ, წმინდა გიორგობის დღესასწაულზე, იმის მაგივრად, რომ ლოცვაზე ყოფილიყვნენ ადამიანები, მიტინგზე იყვნენ. უბრალოდ, ქრისტიანებისგან ვერ ვიჯერებ ამას, გიორგობაა, შაბათის ლოცვა ტარდება და შენ თუ ქრისტეს და წმინდა გიორგის არ შეიყვარებ, ვინ შეგეწევა? წმინდა გიორგის გარდა, ვინ შეგეწევა? ქართველები დღემდე ვინ მოგვიყვანა? რომ არ ყოფილიყო წმინდა გიორგი, დიდგორს, შამქორს, ბასიანს მოვიგებდით? წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის გარეშე ჩვენ რამეს შევძლებდით? ვიღაცების იმედი გვაქვს, ჩვენ წმინდა გიორგის იმედი უნდა გვქონდეს, ღვთისმშობლის იმედზე უნდა ვიყოთ. გუშინ ვფიქრობდი, ნუთუ სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგის გაშარჟება არავის გაუბედავს. ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ და დღეს, იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს." - განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.

„ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ“ – გიორგი ვოლსკი

ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს - სახელისუფლებო გუნდის ახალი შემადგენლობა პირველი სხდომისთვის სრულ მზადყოფნაშია. უკვე გაწერილია დღის წესრიგიც, თუმცა, როგორც ამ დრომდე ცნობილია, სავარძელს 150-დან 89 დეპუტატი დაიკავებს. "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიცია კი მის გარეთ, ქუჩაში რჩება - უარს ამბობენ მანდატებზე, თუმცა ისევ გაურკვეველია, ექნება თუ არა მათ სურვილს სამართლებრივი მსვლელობა, რომელიც ბარიერგადალახული პარტიებისთვის, დაფინანსების შეწყვეტასაც გამოიწვევს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, შევიდეს პარლამენტში. "წარსულ გამოცდილებას თუ გავიხსენებთ, 2020 წელს ამბობდნენ ძალიან ხაზგასმით, რომ ისინი იქნებიან სიტყვის გამტეხნი, ე.წ. პუფები, თუ შემოვიდოდნენ პარლამენტში და უარს ამბობდნენ სახელმწიფოს დაფინანსებაზე და ეს არ არის სახელმწიფოს დაფინანსებად წოდებული, შეიძლება იყოს, მაგრამ არსი იმ თანხებისა მომდინარეობს იქიდან, თუ რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. პოლიტიკურ  ველზე პოლიტიკური პარტია უნდა არსებობდეს თავისი პოლიტიკური გეგმით და ამოცანით, ეს არ არის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, რომელიც ლამობს, რომ რევოლუციური პროცესი განავითაროს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ უკვე იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დელეგატი.

ბოლო სიახლეები