გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს: ძალიან თუ გააგრძელებს, მაშინ სხვანაირ პასუხსაც გავცემ

Read Time:1 Minute, 5 Second

გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს ემუქრება? ძალიან თუ გააგრძელებს, სხვანაირ პასუხს გავცემ,- ამის შესახ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა და ალეკო ელისაშვილის განცხადებას, ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა. მისი თქმით, ელისაშვილის ამ განცხადებამ კიდევ ერთი კაცი მოაგონა. ,,აქ ადგილების განაწილება იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ნორმალური ნაწილია ახლა ამომრჩეველი წყვეტს ვინ სად იქნება, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ პროპორციული არჩევნები გვინდოდა და გონივრულ კომპომისზე წავედით 120/30-ზე, აბსოლუტურად გონივრულია და პატიოსანი ამომრჩევლების წინაშეც, რომ იმ სპექტრის მიხედვით რაც არსებობს, ეცადო ამის განაწილებას. ეს ხელს უწყობს პირველ ტურში გამარჯვებას და ეს ამავე დროს ამომრჩეველს ანახებს რომ ვერც ერთი ძალა, ვერც ერთ სცენარში ვერ მოვა დისპროპორციული უმრავლესობით ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. ამიტომ, მთელი ეს ლაპარაკი , რაღაცა თეთრი ხელთათმანებით ახლა, ესენი ადგილებს ინაწილებენ და მე ამაზე მაღლა ვდგავარ, არ არის კორექტული, მაგრამ ეს მისი უფლებაა. მისი უფლებაა, მაგრამ ძალიან თუ გააგრძელებს, მაშინ სხვანაირ პასუხსაც გავცემ. მეც ინტერესით დაველოდები, რას იტყვის დღეს. მაგრამ, ეს ნახევრად ხუმრობით. ახლა სერიოზულად თუ ვილპარაკებთ, ანუ კიდევ ერთხელ სრული პატივისცემით ყველა ძალის მიმართ ყველას გვესმის“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ეთერში. პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც უმრავლესობის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს პანდემიის პირობებში, საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი – მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, არა მხოლოდ პანდემიის შეკავების მხრივ, არამედ კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებაში
Next post „რესპუბლიკური საავადმყოფოს პალატაში, საწოლში ჩაცხრილეს“ – დოკუმენტი სკანდალურ საქმეებზე