ბერა ივანიშვილი: პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ დღესაც

Read Time:34 Second

პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, – ამის შესახებ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა, იმედის ფაქტორში განაცხადა.

მისი თქმით, არც კი დაიწყებს იმის შესახებ საუბარს ჩანაწერი ავთენტური იყო თუ დაამონტაჟეს.

„არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო ეს ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკუშა შენგელაია: გაუთავებელი ჩანაწერები, დაბრალებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მოვიდა
Next post ბერა ივანიშვილი: ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი ჩემს 10-11 წლის გულშემატკივრებზე 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა იყო