ევროკავშირის დაჩქარებული განაცხადი არის ძალიან კარგი. მერე რა, რომ ღარიბაშვილი აწერს ხელს?! ახლა ისაა პრემიერ-მინისტრი. ბეწვის ხიდზე გავდივართ და ერთმანეთის „ჭამას“ მოვეშვათ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„უნდა ვისწავლოთ ერთი რამ – მოვლენებს შევხედოთ მასშტაბურად. არის რაღაცები, რომელზე მაღლაც უნდა დავდგეთ. პარტიულ განცდებზე, პარტიულ დამოკიდებულებაზე, ერთმანეთის სიძულვილზე მაღლა უნდა დავდგეთ – სახელმწიფოებრივ ერად უნდა ვიქცეთ. არის მომენტები, როდესაც უნდა გადავდოთ ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. დავიტოვოთ ჩვენი პარტიული ხედვები, პრინციპები, ერთმანეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ არის მომენტები, როდესაც უნდა გავერთიანდეთ, ერთ მუშტად შევიკრათ, მტერს გული გავუხეთქოთ და მოყვარე გავახაროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.