რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი დავის დასრულების შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ინდივიდუალური სარჩელების განხილვას დაიწყებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლს” 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპის ადანიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 400 ინდივიდუალური სარჩელი აქვს გაგზავნილი.
“ჩვენ შევისწავლეთ ყველაზე მტკივნეული საქმეები – მკვლელობები, გატაცებები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.დოკუმენტები ომიდან 6 თვეში გავაგზავნეთ სასამართლოში. ეს არის საქმეები, სადაც დასტურდება სიცოცხლის უფლების ხელყოფა, უკანონო პატიმრობა, მე-4 მუხლის დარღვევა,14-ე მუხლის ანუ დისკრიმინაციის შემთხვევები. გვაქვს მოლოდინი , რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ჩვენ გვყავს თვითმხილველები, რონლებიც ადასტურებენ რომ დევნა და მკვლელობები რუსების მხრიდან ხორციელდებოდა. გამოცდილებამ აჩვენა , რომ ჯერ განიხილება სახელმწიფოთაშორისი დავა, რის შემდეგაც უკვე დღის წესრიგში დგება ინდივიდუალური სარჩელები-“აცხადებს “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი ნიკა ლეგაშვილი.