შოთა გულბანი – არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი

 

ახლახანს გადავიკითხე მსოფლიოს სამი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის შეფასებები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით და უნდა ითქვას, რომ საქართველომ ცალკეულ კონგრესმენებს კიარ უნდა უსმინოს, რომლებიც სუბიექტურები არიან და თან არაკომპეტენტურები ჩვენს შიდა საკითხებთან მიმართებით, არამედ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ისეთი ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD).

12 თებერვალს დაასრულა სავალუტო ფონდმა მორიგი მისია საქართველოში და მოხსენებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2019-მა წელმა მოლოდინებს გადააჭარბა და რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას და მოქნილობას ინარჩუნებს. თავად მისიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ვერა მარტინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მათ პროგნოზირებულ 4,6%-ს გადააჭარბა და 5,2% შეადგინა. გარდა ამისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, მშპ-ს 4.4% დააფიქსირა. იმპორტი მცირედით გაიზარდა, ხოლო ექსპორტმა 12%-იანი ზრდა დააფიქსირა. მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, ხოლო ინფლაციამ შემცირება დაიწყო.

არანაკლებ მნიშნელოვანი საკითხი რასაც მსოფლიო ბანკი ეხმიანება მის მიერ ახალი მეთოდოლოგიით განხორციელებული კვლევით არის სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში. კერძოდ მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად უკიდურესი სიღარიბის დონე საქართველოში 2012 წლის 8,62%-დან 2017 წელს 5,02%-მდე ჩამოვიდა. ხოლო საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2012 წლის 30%-დან 2018 წელს 20%-მდე დაიწია.

ახლახანს გამოოქვეყნდა EBRD-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორის კატარინა ჰანსენის წერილი „ფორბსის“ ქართულ ჟურნალში, სადაც ის „იბიარდისა“ და საქართველოს სტრატეგიულ პარტინიორობაზე საუბრობს, რომ „იბიარდი“ მუდამ საქართველოს ერთგულ პარტნიორად რჩებოდა ხოლო საქართველომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საგრძნობი პროგრესი განიცადა, როგორც კრიმინალისა და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით, ისე სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმირების მიმართულებით.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ არა ცალკეული მიკერძოვებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი.

https://www.imf.org/en/News/Articles/2020/02/12/pr2047-georgia-imf-staff-concludes-visit-to-georgia

Comments

კომენტარები