სამშაბათი, მარტი 3, 2026

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტში შესვლით გადაწყდება „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დარჩება რადიკალურ პარტიად, თუ დაიტოვებს შანსს, რომ დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა

„ნაციონალური მოძრაობის“ დისკუსია უკვე მოსაბეზრებელია. ამ პარტიის მომხრეებსაც უკვე მობეზრდათ მათი პოზა, შესვლა არ შესვლის და ყოფნა არ ყოფნის საკითხის დაყენების, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა უკვე დიდად მნიშვნელოვანი არ არის. პარლამენტი შემდგარია და საკონსტიტუციო უმრავლესობაცაა საკანონმდებლო ორგანოში. მათი შემოსვლით ის საკითხი წყდება, საბოლოოდ დარჩებიან რადიკალურ პარტიად, თუ რაღაც შანსს დაიტოვებენ, რომ დემოკრატიულ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. აქაც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შემოსვლისგან იმიტომ იკავებენ თავს, რომ ეს იქნება აღიარება მათი დესტრუქციული პოლიტიკის მარცხისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში არაა მთავარი პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ შესვლა არ შესვლის საკითხი, არამედ, მთავარია ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს. „მათი მანდატები გაუქმებული არაა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოაღონ პარლამენტის კარი. შემოსვლა არის ნაბიჯი 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და დასასრული დეპოლარიზაციის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საბრძოლო მასალა ეწურება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საბრძოლო მასალა ეწურება. თუმცა, მისივე თქმით, თეირანი რაკეტების სროლას გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს.„პოლიტიკოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანის სამხედრო შესაძლებლობები დღითი დღე უარესდება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს.„ჩვენ გვაქვს შეუზღუდავი საბრძოლო მასალა. თავდაცვის კომპანიები სწრაფად აწარმოებენ სხვადასხვა საჭირო ნივთს. მათ საგანგებო ბრძანებები აქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ღია იქნებოდა ირანის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, თუკი ასეთი იქნება.„ირანის 49 მაღალი რანგის ლიდერი მოკლეს, არ დაგავიწყდეთ, ეს საკმაოდ ღრმა საკითხია, არა? ახლები ჩნდებიან. ბევრ ადამიანს სურს ეს სამსახური. ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დააკავეს ცოლ-ქმარი, რომელიც სამ შვილზე სექსუალურად ძალადობდა და პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოებს იღებდა – 15 წლის ქალიშვილმა ისინი სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა

სანქტ-პეტერბურგში დაქორწინებული წყვილი საკუთარი შვილების წინააღმდეგ ჩადენილი სერიოზული დანაშაულის გამო დააკავეს. მსხვერპლი ორი და და მათი შვიდი წლის ძმა იყო.36 წლის მამაკაცი და მისი 35 წლის ცოლი წინასწარი პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალი ედებათ არასრულწლოვნების გარყვნასა და მათი მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალის წარმოებაში. უფროსმა შვილმა, 15 წლის გოგონამ, განგაში ატეხა. მან სასწრაფო დახმარების სამსახურში დარეკა და მშობლების მიერ სისტემატური ძალადობის შესახებ შეატყობინა. თუმცა, სამართალდამცველებს მისვლისას, სკოლის მოსწავლე ადგილზე არ დახვდათ - მამამისმა ის წაიყვანა და გაიქცა.ეჭვმიტანილის მანქანა მოგვიანებით იპოვეს და ის დააკავეს. მისი ცოლიც მას წინასწარი დაკავების იზოლატორში უკან მიჰყვა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ წყვილმა სამივე ბავშვს: 15 და 12 წლის გოგონებს, ასევე მათ შვიდი წლის ძმას, სექსუალური კავშირი აიძულა. -  წერს რუსული მედია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს და პეკინი მზადაა, ვითარების მოგვარების მიზნით კონსტრუქციული როლი შეასრულოს

ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იიმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს განუცხადა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან იიმ ისრაელელ კოლეგას სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ „ძალის გამოყენებით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია“.„ძალა ხშირად ახალ პრობლემებს ქმნის და გრძელვადიან შედეგებს ტოვებს. სამხედრო ძლიერების ღირებულება არა ბრძოლის ველზე, არამედ ომის თავიდან აცილებაშია“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.ვან იის თქმით, ჩინეთი მზადაა ვითარების მოგვარების მიზნით კონსტრუქციული როლი შეასრულოს.

გაერო-ში ირანის ელჩი – ამ ეტაპზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების სარგებლიანობაში ეჭვი ძალიან გვეპარება

გაერო-ში ირანის ელჩი ალი ბაჰრეინი აშშ-თან მოლაპარაკებების პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს.„ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან გვეპარება ეჭვი მოლაპარაკებების სარგებლიანობაში“, – განუცხადა ალი ბაჰრეინიმ ჟენევაში ჟურნალისტებს.მისივე თქმით, ირანი გააგრძელებს თავის დაცვას აგრესიის დასრულებამდე.ამასთან, ბაჰრეინიმ აღნიშნა, რომ ირანის მეზობელ ქვეყნებში არსებული რომელიმე ბაზა თუ იქნება გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის ან შეჭრისთვის, თეირანი მას „ლეგიტიმურ სამიზნედ“ მიიჩნევს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს აშშ-თან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“.„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ხელმძღვანელობა აღარ არსებობს. მათ საუბარი სურთ. მე ვთქვი: „ძალიან გვიანია““, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.ამასთან, ტრამპი აზიარებს „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას სახელწოდებით: „ჩვენ ტრამპის დოქტრინის დაბადების მოწმენი ვართ“.„რეიგანის მსგავსად, პრეზიდენტმაც იპოვა გზა, რომ შეეცვალა მსოფლიო სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე“, – აღნიშნულია „ვაშინგტონ პოსტის“ პოსტში.

ბოლო სიახლეები