„ყოჩებმა“ 2020 წელი გამარჯვებით დაიწყო

რაგბიში დიდი 10-ის წლის პირველი შეხვედრა ავჭალაში ჩატარდა. ეროვნულ ჩემპიონატში ზამთრის შესვენების შემდეგ, მე-12 ტურის სასტარტო შეხვედრაში ბოლნისის „ყოჩებმა“ „იუნკერებს“ უმასპინძლა და მეტოქე 22:10 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ნახევარში ლელოები ირაკლი გეგენავამ და გიორგი ტყეშელიაძემ გაიტანეს. ორივე გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზუსტად თემურ სოხაძემ შეასრულა. მასპინძლებმა საწყის 40 წუთში მხოლოდ 3 ქულის აღება მოახერხეს.

შესვენების შემდეგ, 58-ე წუთზე, კიდევ ერთი ლელო ბოლნისელებმა დადეს: თავი ლევან გოგოლაშვილმა გამოიჩინა. მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე „იუნკერებმა“ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს. ნიკოლოზ მარჯანიშვილის გატანილი ლელოსა და დიტო კიკნაძის გარდასახვის შემდგეგ, „ყოჩებმა“ ბონუს ქულა დაკარგეს.

საბოლოოდ ვიქტორ დიდებულიძის გუნდმა 22:10 მოიგო და სატურნირო ცხრილში 17 ქულით ბოლო პოზიციიდან მე-7-ე ადგილზე გადაინაცვლა. „იუნკერები“ 15 ქულით ბოლო ადგილზეა. დიდი 10-ის მე-12 ტურის სხვა მატჩები 15 და 16 თებერვალს ჩატარდება.

15 თებერვალი

14:00 ბათუმი-აკადემია (ბათუმი)

16:00 არმაზი-ლელო (შევარდენი)

16 თებერვალი

14:00 ხარებუ-ჯიქები (რუსთავი)

16:00 ლოკომოტივი-აია (ხვამლი)

Comments

კომენტარები