ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

როგორც ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, 2019 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 41.6%-ით გაიზარდა.

ამასთან, საბჭოს მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია ის აეროპორტები, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21.1%); მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24.2%).
დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44.6%).

Comments

კომენტარები