ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

როგორც ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, 2019 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 41.6%-ით გაიზარდა.

ამასთან, საბჭოს მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიაში გაერთიანებულია ის აეროპორტები, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21.1%); მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24.2%).
დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44.6%).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს

სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. მისი თქმით, დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს.„შემაშფოთებელია გაერო-ში ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ, ჩვეული რიტორიკის გამეორებით, დეზინფორმაციის შემცველი მორიგი განცხადება, რომელიც „თვითნებური დაკავებებისა“ და „რეპრესიების“ შესახებ უკვე გაცვეთილ სიცრუეს იმეორებს.დამაფიქრებელია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებები, უკვე მერამდენედ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ ფაქტებთან, არამედ ევროკავშირის მიერვე აღიარებულ ღირებულებებთან და პრინციპებთან.უკვე ყველასთვის დიდი ხანია ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი აქციები, ნაწილობრივ, ევროკავშირის ფულითაც ფინანსდებოდა, მათ შორის კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებას ამართლებდა და აქეზებდა. მეტიც, სწორედ ბრიუსელის ვირტუალური მწვანე შუქის შემდეგ იქნა წამოწყებული შარშან, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობა.თუმცა, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ სათანადოდ დაიცვა ქვეყანა, მისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ინტერესები. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ 2024 წელს უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური პროცესი დამარცხდა. ყალბი რეალობა, რომლის თავსმოხვევითაც საქართველოში ხელისუფლება უნდა დაემხოთ, გაიფანტა, მაგრამ ამ სიყალბის დამფინანსებლები თავად აღმოჩნდნენ საკუთრი ყალბი ნარატივის ტყვეობაში, თანაც ისე, რომ მასთან განშორება დღემდე ვერ მოახერხეს.„არჩევნების გაყალბების“ და „მშვიდობიანი აქციების დარბევის“ ცრუ ნარატივი დრომ და რეალობამ უარყო. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები გამოძიებულია, განაჩენები – დამდგარი, ყველაფერი დოკუმენტირებული, აღრიცხული და, მეტიც, აღიარებულია თავად დამნაშავეების მიერ.ფაქტებმა კიდევ ერთხელ სძლიეს აღქმებს. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, ხოლო დამნაშავე – მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის რომელიმე მოხელეს ასე სურს.ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს.დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს. თუ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, მათ უნდა შეწყვიტონ საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, უარი თქვან დამარცხებული რევოლუციური სცენარის საინფორმაციო მომსახურებაზე და დაუბრუნდნენ დიპლომატიის ელემენტარულ პრინციპებს: ფაქტების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის პატივისცემას,“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

მარკო რუბიო – არსებობს შესაძლებლობა, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რათა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები განახლდეს, შესაძლოა, საბოლოო შეთანხმებამდეც მივიდეთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოა შესასრულებელი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის წარმომადგენლების ბოლო დიპლომატიურმა კონტაქტებმა მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა გააჩინა.მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში შემუშავდეს სამოქმედო გეგმა მოლაპარაკებების განახლებისთვის და, შესაძლოა, მიღწეული იყოს შეთანხმება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.„არ მინდა, ზედმეტად ოპტიმისტურად ვიყო, თუმცა, არც პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებობს შესაძლებლობა, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რათა მოლაპარაკებები განახლდეს და, შესაძლოა, საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. ომის დასასრულებლად სწორედ ეს არის საჭირო – ორივე მხარე ამ შეთანხმებას უნდა დათანხმდეს. ეს შაბათ – კვირა იყო პროდუქტიული პერიოდი იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიმეთვიანი ფაქტობრივად უმოქმედობის შემდეგ ჩართულობა განახლდა. ასევე, მოლაპარაკებების მაგიდაზე მნიშვნელოვანი იდეები გაჩნდა, რომელთა მიმართაც, როგორც ჩანს, პირველად გაჩნდა გარკვეული ზოგადი მზაობა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო რჩება“, – განაცხადა რუბიომ.

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.მისი თქმით, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას ხვალ გეგმავს.7 სექტემბერს სერბეთის მთავრობამ ვუჩიჩს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა. მანამდე, 5 სექტემბერს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) საბჭომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.ცნობისთვის, ერთ წელზე მეტია, რაც სერბეთში ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები იმართება. 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

შსს-ს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:„სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა ნიშნავს ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის ოფიციალურად აღრიცხვიდან მოხსნას და მისი რეგისტრაციის გაუქმებას.სატრანსპორტო საშუალების ჩამოსაწერად დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში საჭიროა წარმოადგინოს:🔹 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;🔹  სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები;🔹  სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა.ჩამოწერის პროცედურა სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში არის შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე დაამატა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე შეიყვანა.შესაბამისი შეტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.შეზღუდვები დაწესდა 35 ავიაკომპანიისა და საჰაერო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სხვა კომპანიების წინააღმდეგ. საუბარია ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიაში, თურქეთსა და ყაზახეთში დაფუძნებულ კომპანიებზე.აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების მიზანია ირანის საავიაციო სექტორზე ზეწოლის გაძლიერება, რომელიც, ვაშინგტონის მტკიცებით, ირანის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის „იარაღის, სამხედრო მოსამსახურეებისა და უკანონო ტვირთების გადაზიდვას“ უწყობს ხელს.აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა გენერალური ლიცენზია, რომელიც 23 სექტემბრამდე სანქციების სიაში შეყვანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების დასასრულებლად აუცილებელი ტრანზაქციების განხორციელებას ნებას რთავს.ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებამ გააუქმა ლიცენზია, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ამერიკული წარმოების თვითმფრინავების დროებით ყოფნას, ასევე ისლამურ რესპუბლიკაში მათი შეკეთებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და ტექნოლოგიების შეტანის შესაძლებლობას იძლეოდა.ცნობისთვის, 24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების რეჟიმს მკვეთრად გაამკაცრებს და მიზნად ისახავს თეირანის შემოსავლის წყაროების სრულად დაბლოკვას.ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ მზად იქნება, მეორადი სანქციები დაუწესოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომების შესრულებაზე უარს იტყვის.

ბოლო სიახლეები