ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლას 22 ადამიანი გააგრძელებს

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების შედეგები ცნობილია. მიღებული შეფასების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.naec.ge.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასული 131 გამოსაცდელიდან ზღვარი წარმატებით გადალახა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 22-მა პირმა.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობდა ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის ტესტირება წელიწადში ორჯერ ტარდება. 2020 წლის ზაფხულის სესიაზე დარეგისტრირებული იყო 140-ზე მეტი პირი, მათგან გამოცდაზე 92%-ზე მეტი გამოცხადდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში განაცხადეს.„ევრონიუსის“ ცნობით, შეთანხმების მიზანი ევროკავშირის სამრეწველო ბაზისა და უკრაინის საბრძოლო გამოცდილების გაერთიანებაა. ამასთან, შეთანხმება დრონების ერთობლივი წარმოების გაფართოებას ითვლისწინებს. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ინიციატივა მიზნად ისახავს ევროკავშირის სამრეწველო შესაძლებლობების გაერთიანებას უკრაინის გამოცდილებასთან, რომელიც ქვეყანამ რუსული ძალების წინააღმდეგ ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს დააგროვა.„ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ და ეს გახდება 20 მილიონი“, – განაცხადა ზელენსკიმ„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დრონების წარმოების შეთანხმების რეალიზაციისთვის დაფინანსება ევროკავშირის ორი წყაროდან გამოიყოფა: უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხიდან და დაახლოებით 10 მილიარდი ევროდან, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია SAFE-ის თავდაცვის პროგრამაში.ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინასთან ინდივიდუალური შეთანხმებები გააფორმა. დღეს კიევში დამტკიცებული შეთანხმება კი ამ პარტნიორობას უფრო ფართო მასშტაბს აძლევს და მას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომს ხდის.„ევროპაში უკვე გვაქვს უზარმაზარი ტექნოლოგიური და სამრეწველო შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია. ასევე გვაქვს უსაფრთხო და დაცული საწარმოები, რომლებიც წარმოების გაფართოებაში დაგვეხმარება. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც უკრაინამ რეალურ ბრძოლაში შეიძინა. ამიტომ ჩვენი მიზანია ძალების გაერთიანება. ერთად შეგვიძლია, ვიმუშაოთ ერთობლივ წარმოებაზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.„ევრონიუსის“ ცნობით, ახალი შეთანხმება ქმნის შესაძლებლობას, რომ დრონების წარმოება და შენახვა ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხდეს. ეს რუსეთის დარტყმებისგან მათ დასაცავად კეთდება.ამასთან, როგორც „ევრონიუსი“ წერს, მეორე ეტაპზე ევროკომისია გეგმავს უკრაინასთან შეთანხმების გაფართოებას ბალისტიკური და ანტიბალისტიკური სარაკეტო სისტემების წარმოების მიმართულებით, თუმცა ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულებების სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია

ჩვენი უპირველესი მოვალეობა არის იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს აპრლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში განაცხადა.პაპუაშვილი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.„ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულაიდ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს, ვლაქერნობას. საქართველო გამორჩეული ქვეყანა ვართ იმით, რომ უდიდესი პატივი გვერგო, ვიყოთ უფლის და ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი. დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რომ ვიყოთ ქრისტიანული სარწმუნოების, ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია. მიხარია, რიომ დღეს ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დავსწრებოდით სადღესასწაულო წირვას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. განწყობა, რომელიც დღეს ზუგდიდშია, რომელიც წირვის დროს იყო, მათ შორის უცხოელი სტუმრები, სასულიერო თუ საერო პირები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნას. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, რათა სრულად გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რომელიც, როგორც უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის მცველ სახელმწიფოს და ერს გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“ , დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 420 გრამი ოქროსა და 27 გრამი ვერცხლის ნაკეთობები სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის ხელჩანთასა და მანქანის სალონში არსებულ სივრცეებში ჰქონდა განთავსებული.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 545 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „ უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან.“ანანიძე საზოგადოებას უსვამს რიტორიკულ კითხვას კიდევ თუ არის ვინმე ვისაც სჯერა, რომ ქართულ ოპოზიციასა და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩათრევა არ სურდათ.„ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ?“- წერს ანანიძე.

ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით.მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Instagram, TikTok და YouTube ავტომატური პარამეტრებით მიუწვდომელი იქნება 16 და 17 წლის მოზარდებისთვის შუაღამიდან დილის 06:00 საათამდე.მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.თუმცა, აქტივისტები თვლიან, რომ ეს გეგმა საკმარისად შორს არ მიდის, რადგან მოზარდებს შეზღუდვის გამორთვა თავადვე შეუძლიათ.ახალი გეგმები მოჰყვა ივნისში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მთელი რიგი პლატფორმების გამოყენება სრულად აეკრძალებოდათ.მთავრობამ აღნიშნა, რომ შემდგომი ზომები მიმართული იქნება იქითკენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტები - მათ შორის, პროვაიდერების ვალდებულებით, დააწესონ რეგულარული შესვენებები 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის.

ბოლო სიახლეები