სტოლტენბერგი მაკრონს – ნატო არის ძლიერი, ნატო არის მოქნილი, ნატო არის აქტიური!

ნატო არის ძლიერი, ნატო არის მოქნილი და ნატო არის აქტიური. ეს არის ჩემი მესიჯი პრეზიდენტ მაკრონისადმი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ლონდონის სამიტის დაწყებამდე BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო არის სამხედრო და პოლიტიკური ალიანსი. როგორც წესი, ჩვენ ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ ხანდახან ამას ვერ ვახერხებთ, ისე როგორც სირიის საკითხთან დაკავშირებით მოხდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ შეგვექმნა ყველაზე დიდი და ძლიერი კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია. ნატო იცვლება მსოფლიოს ცვლილებასთან ერთად“, – განაცხადა რასმუსენმა.

ნატოს ლონდონის სამიტი, დღეს და ხვალ გაიმართება. მსოფლიო ლიდერები ბრიტანეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა 7 ნოემბერს ნატოს ტვინის სიკვდილისა და ევროპის უფსკრულის პირას ყოფნის შესახებ განაცხადა, რასაც ევროპელი ლიდერების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

Comments

კომენტარები