შაბათი, მაისი 2, 2026

სტოლტენბერგი მაკრონს – ნატო არის ძლიერი, ნატო არის მოქნილი, ნატო არის აქტიური!

ნატო არის ძლიერი, ნატო არის მოქნილი და ნატო არის აქტიური. ეს არის ჩემი მესიჯი პრეზიდენტ მაკრონისადმი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ლონდონის სამიტის დაწყებამდე BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო არის სამხედრო და პოლიტიკური ალიანსი. როგორც წესი, ჩვენ ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ ხანდახან ამას ვერ ვახერხებთ, ისე როგორც სირიის საკითხთან დაკავშირებით მოხდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ შეგვექმნა ყველაზე დიდი და ძლიერი კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია. ნატო იცვლება მსოფლიოს ცვლილებასთან ერთად“, – განაცხადა რასმუსენმა.

ნატოს ლონდონის სამიტი, დღეს და ხვალ გაიმართება. მსოფლიო ლიდერები ბრიტანეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა 7 ნოემბერს ნატოს ტვინის სიკვდილისა და ევროპის უფსკრულის პირას ყოფნის შესახებ განაცხადა, რასაც ევროპელი ლიდერების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი

76 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი.ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტელის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა ნუგზარ ყურაშვილი. ბატონი ნუგზარის შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნების გამორჩეული მატიანეა, როგორც ახმეტელის თეატრში – ასევე: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღაში“. მისი მრავალმხრივი ნიჭი თანაბარი სიძლიერით ვლინდებოდა როგორც სცენაზე, ისე კინოეკრანზე. ბატონმა ნუგზარმა შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი კინოპერსონაჟი, რომლებმაც მას მაყურებლის საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა. ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია მთელი ქართული კულტურისთვის. სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს“, – ნათქვამია ახმეტელის თეატრის განცხადებაში.ნუგზარ ყურაშვილი 1972-1980 წლებში მოღვაწეობდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1980 წლიდან ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1985-1987 წლებში გამოდიოდა „მეტეხის თეატრის“ სცენაზე.ნუგზარ ყურაშვილს ისეთ ფილმებში აქვს შესრულებული მთავარი და ეპიზოდური როლები, როგორებიც არის: „ძმა“, „სერაფიტა“, „წიგნი ფიცისა“, „ზღვის მაშვრალნი“, „ფესვები“, „ვამეხი მოდის“, „გამოცხადება“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვა.

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება - მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მხოლოდ გასულ - 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 ადამიანი დაშავდა.არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გაიზარდა სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ:• 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;• 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;• დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;• დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;• 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.• ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით.• ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;• ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.ახლებურად განისაზღვრა „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:• „BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;• საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ „BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის დანიშვნის შესახებ

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის, მარტონ მელეთეი-ბარნას დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.ის მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, უპირატესად ახლა უკვე ოპოზიციური პარტია „ფიდესის“ წარმომადგენლებმა. „ფიდესი“ ხელისუფლებას მას შემდეგ ჩამოშორდა, რაც მადიარის პარტიამ, „ტისამ“, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.„ჩვენ უნდა დავიწყოთ ქვეყნის სწორ რელსებზე დაბრუნება, ევროკავშირის ფონდების მოზიდვა, ეკონომიკის ამუშავება და საჯარო სერვისების გაუმჯობესება“, - განაცხადა მადიარმა.„ასევე, გასული ათწლეულების ჭრილობების მოშუშება, უნგრელი ერის გაერთიანება და, რა თქმა უნდა, სამართლიანობის აღსრულება მათ მიმართ, ვინც წინა რეჟიმის დროს დანაშაულები ჩაიდინა“, - აღნიშნა მან.„მომავალი იუსტიციის მინისტრის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კარიერა, მაღალი ხარისხის სამუშაო და ხედვა ეჭვგარეშეა. ის თავიდანვე რეჟიმის ცვლილების ჩვენი მოძრაობის ნაწილი იყო, რომელიც აყალიბებდა და წარმართავდა ჩვენს ოპერაციებსა და პროგრამას... ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანებიდან დიდი ხნის შემდეგ, მან ცხოვრება ჩემს დას დაუკავშირა. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მისი საქმიანობა იყოს მაქსიმალურად საჯარო და მისი ყველა გადაწყვეტილება - გამჭვირვალე“, - განაცხადა მადიარმა ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არმიის მასშტაბურ რეფორმას აანონსებს, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რეფორმა მიზნად ისახავს ქვეითი ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებას.2022 წლიდან მობილიზებულ ჯარისკაცებს სამსახურის დასრულების კონკრეტული თარიღი არ აქვთ განსაზღვრული, აღნიშნული რეფორმა კი, პირველად შექმნის სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ასეთ ჯარისკაცებს სამსახურიდან წასვლის საშუალება მიეცეთ.რეფორმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ანაზღაურების გაზრდას, ქვეითი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას, სამსახურის ვადების განსაზღვრას.„სამხედრო პერსონალის ანაზღაურება გაიზრდება. უკანა პოზიციებზე — თვეში, სულ მცირე, 30 000 გრივნა, საბრძოლო პოზიციებზე – მნიშვნელოვნად მეტი. საბრძოლო მეთაურების ანაზღაურებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. რეფორმის მეორე მიმართულება ქვეით ჯარისკაცებს ეხება. ყველაფერი მათ მხრებზე გადის. საკონტაქტო ხაზზე მყოფი ქვეითი ჯარისკაცები საუკეთესო პირობებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი — ანაზღაურების ჩათვლით. მესამე მიმართულება სამსახურის ვადებს ეხება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხია. განახლებული საკონტრაქტო სისტემა საშუალებას მოგვცემს, რომ დიდი ხნის წინ მობილიზებული  სამხედროები სამსახურიდან გათავისუფლდნენ. მაისში რეფორმის ყველა ასპექტი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

საპატრიარქო – ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, ცდილობენ, უთანხმოება, წყენა დათესონ

სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ“.„ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ.კარგად ვხედავთ, რომ ამ მოჩვენებითი ქომაგობითა და ზღვარსგადასული ინტერესით, პირიქით და ირიბად ცდილობენ, დააკნინონ ჩვენი პატივცემული მღვდელმთავრების ღირსება. ამ კონტექსტში საზოგადოებისა და ეკლესიის სისავსისათვის გვინდა, მაღალყოვლადუსამღვდელოესის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) შესახებ განვმარტოთ და ვთქვათ: საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში მაღალყოვლადუსამღვდელოესი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) არის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი ქრისტიანული ცხოვრებით მოღვაწე მღვდელმთავარი. ის მრავალი წლის განმავლობაში თავდადებულად ემსახურება დედაეკლესიას, თავისი ზნეობრივი ცხოვრებიდან გამომდინარე, არის საქართველოს ეკლესიის ზნეობრივი კომისიის წევრი. მისი როლი ეკლესიის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და არის მნიშვნელოვანი. ღრმად გვწამს, რომ ასევე იქნება მომავალშიც“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები