
სოზარ სუბარი: სამართლის აღსრულებაზე უარს ვერასდროს ვიტყვით
„მოლაპარაკებების რესურსი არსებობს, ამისთვის საჭიროა, ოპოზიციამ უარი თქვას ულტიმატუმებზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო კომისია თუ დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, იქნება ახალი არჩევნები, თუ არა – არ ჩატარდება. სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციამაც კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ერთადერთი არგუმენტი, რასაც აფრიალებდნენ, სამართლიანი არჩევნების განცხადება იყო, რაც ტყუილი აღმოჩნდა.
„თუ ამას მიიღებენ რეალობად, კი ბატონო. თუ არა და, სამართალი ადრე თუ გვიან აღსრულდება, დარჩებიან ქუჩაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებზე არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება.
„ორი დღეა, ოპოზიციამ ისევ დაიწყო ლაპარაკი, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, ამავე დროს მოდიან და ძალადობენ პოლიციელების წინააღმდეგ, პარლამენტთან. ასე დიალოგი ვერ შედგება. კი ბატონო, მობრძანდნენ პარლამენტში მათი მანდატები შენარჩუნებულია, ერთის გარდა.
შეუძლიათ, განაგრძონ საპარლამენტო მუშაობა. პოლარიზაცია ის იქნებოდა, ისინი რომ ქუჩაში დაგვეტოვებინა, თუმცა არ დავტოვეთ. ამით გავაგზავნეთ მკაფიო სიგნალი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, სოზარ სუბარის თქმით, სამართლის აღსრულებაზე მმართველი გუნდი უარს ვერასდროს იტყვის.
„რიში და შაჰილი 2012 წელსაც მოგვიწოდებდნენ, რომ არ უნდა დაწყებულიყო საქმის გამოძიება სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის წინააღმდეგ. კობა დავითაშვილის ცემის შემკვეთი რომ უნდა დაისაჯოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამაზე უარს ვერ ვიტყოდით. ასევე ვერ ვიტყვით უარს ვერასდროს სამართლის აღსრულებაზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

About Post Author
მარიამ მაისურაძე
Comments
ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია. გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო
ფაქტია, რომ ეს ადამიანი 9 თვე ჩვენთან არის და ყველაფერს ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობისთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა...
გოგა ხაინდრავა ევროკავშირზე: მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია
მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც...
გოგა ხაინდრავა: ქართული საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის განეცხადებინა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ
დემოკრატია მსოფლიოში არასოდეს არსებობდა. ეს იყო ჰეგემონი ქვეყნების შირმა, იმისთვის რომ საკუთარი ინტერესები განეხორციელებინათ. ახლა ეს ყველაფერი დაიმსხვრა და ვხედავთ,...
ლევან ხაბეიშვილი: არ დავიღლები, არ დავისვენებ, არ გავჩერდები
„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. ლევან ხაბეიშვილმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე...
სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება
სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება. აღნიშნულ სიახლეს „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. თავდაცვის...
ეკა ხერხეულიძე – ეს რა ვნახეთ, მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები, 40 პროცენტის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია საერთოდ ამოუღიათ სიიდან
ეს რა ვნახეთ – მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები, – ამის შესახებ...