ორშაბათი, სექტემბერი 28, 2026

საქართველოს რამდენიმე ქალაქში სწავლის დაწყება გადაიდო

საქართველოს რამდენიმე ქალაქში სწავლის დაწყება გადაიდო. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება საჭიროა იმისთვის, რომ დღევანდელი რისკები სწორად შევაფასოთ.

„ორი კვირით, ისევე როგორც ბათუმში სასწავლო პროცესი გადაიდება პირველ ოქტომბრამდე. ოღონდ მსხვილ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი – უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში დაიწყება პირველ ოქტომბერს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 შემთხვევა გამოვლინდა. 20 გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეს კონსპირაციული გეგმა კონკრეტული სცენარის ნაწილია – რომ არ იყოს მშვიდობა” – გია ვოლსკი გვარამიას მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები კვლავ შეფასების საგანია. "ანტიაფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია" - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრებებს.უმრავლესობაში გარე დავალების შესრულებაზეც აკეთებენ აქცენტს.გვარამიას აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც. გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონკრეტულ ჯგუფები არ უჭერენ სამშვიდობო პოლიტიკას მხარს და სურთ საქართველო მუდმივად უარყოფით კონტექსტში იყოს წარმოჩენილი."ეს კონსპირაციული გეგმაა, რომელიც კონკრეტული სცენარის გარკვეული ნაწილია, რომ არ იყოს მშვიდობა, არ განვითარდეს სამშვიდობო პროცესი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მუდმივად იყოს ნეგატიურ განზომილებაში საუბარი.თავად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც წარმოჩნდეს ისეთი ჯგუფები, აფხაზურ საზოგადოებაში, რომლებიც სწორედაც რომ არ უჭერენ ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, არამედ საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი და ასეთი ხალხი არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ თემაზე არაერთი განცხადება გააკეთა. სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს " - შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კარგ მაგალითად კი ფაშინიანი მოიყვანა, რომელმაც ყარაბაღი დათმო. გვარამია ასევე ამბობს, რომ აფხაზები და ქართველები მტრები არიან და ამას სიყვარული ვერ შეცვლის.

დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც 81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება

ახალ საგადასახადო ინიციატივას განიხილავენ დღეს დეპუტატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე - საუბარია ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარის გაუქმებაზე.ცვლილების შედეგად, 81 000 მოქალაქეს ქონების გადასახადი სრულად გაუუქმდება, 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში კი, განაკვეთი 1% იქნება.ინიციატივას მხარს უჭერს ოპოზიციაც, თუმცა სისტემურ შეღავათებს ითხოვს. კანონპროექტს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ და ის კვირის ბოლომდე დამტკიცებული უნდა იყოს.

აბას არაღჩი – მზად ვართ საომარი მოქმედებების განახლებისთვის, ნებისმიერი ახალი აგრესიის წინაშე მტკიცედ ვიდგებით, თუნდაც საქმე აპოკალიფსურ ომამდე მივიდეს, ამავდროულად, მზად ვართ დიპლომატიისთვისაც

ირანი მზად არის როგორც დიპლომატიისთვის, ისე ომისთვის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC News-ის გადაცემაში Meet the Press განაცხადა.მისი თქმით, ირანი შეერთებულ შტატებთან ომის განახლებისთვის მზად არის, თუმცა დიპლომატიისთვის კარი კვლავ ღია რჩება.„ჩვენ სრულად მზად ვართ საომარი მოქმედებების განახლებისთვის. ნებისმიერი ახალი აგრესიის წინაშე მტკიცედ ვიდგებით. თუნდაც საქმე აპოკალიფსურ ომამდე მივიდეს. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვისაც. არჩევანი პრეზიდენტ ტრამპზეა. წინა ომის დროს მას ორი დღის განმავლობაში უპირობო დანებება სურდა. ახლა კი უკვე რვა თვეა, რაც ისინი იბრძვიან და შედეგი არ აქვთ. ახალი აგრესიის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, იგივე იქნება. ჩვენ ამისთვის სრულად მზად ვართ“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.ამასთან, დონალდ ტრამპის საჯარო განცხადებების მიუხედავად, არაღჩი აცხადებს, რომ შეთავაზების უარყოფის შესახებ ინფორმაცია ირანისთვის შუამავლების მეშვეობით ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გადაუციათ. მისივე თქმით, თუ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების მიღწევა ნამდვილად სურს, ამის შესაძლებლობა ახლა არსებობს.„თუ ისინი სერიოზულად ფიქრობენ, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმება სურთ, ახლა ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ შვიდდღიანი გეგმა შევთავაზეთ. გვინდა, მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგან, რისი გაკეთებაც ოთხ-ხუთ დღეში შეუძლიათ. შემდეგ, მეექვსე დღეს, სრუტე გაიხსნება, ხოლო მეშვიდე დღეს საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს განვაახლებთ. მაგიდაზე დევს ძალიან გონივრული გეგმა. თუ ისინი მას ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარყოფენ, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინეთ შეთანხმების უარყოფა, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ოფიციალურ პასუხს შუამავლების მეშვეობით“, – განაცხადა არაღჩიმ.ამასთან, მისივე თქმით, ირანი მზად არის, კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჰორმუზის სრუტე გახსნას, თუმცა, სანაცვლოდ, მას ფულისა და აქტივების გათავისუფლება სურს, რათა ირანმა საკუთარი ნავთობის გაყიდვა შეძლოს.„უპირველეს ყოვლისა, გვინდა, ეს აგრესიული ომი დასრულდეს. მათ ეს ომი რვა თვის წინ დაიწყეს იმ იმედით, რომ მას ორ-სამ დღეში მოიგებდნენ. ახლა უკვე რვა თვე გავიდა და ჩვენ გვინდა, რომ ის დასრულდეს. გვინდა, ჩვენი ფული და აქტივები, რომლებიც უკანონოდ არის გაყინული, გათავისუფლდეს. გვინდა, რომ ჩვენი ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა გვქონდეს. ასევე, გვინდა გარკვეული საკითხები, რომლებზეც აშშ-მა უკვე აიღო ვალდებულება წინა შეთანხმებებით“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.აბას არაღჩიმ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესახებ წარსული გამოცდილებაც გაიხსენა.„2025 წელს მათ მოლაპარაკებების დაწყება შემოგვთავაზეს (ბირთვულ პროგრამაზე). ჩვენ დავთანხმდით და მოლაპარაკებებში ჩავერთეთ, მაგრამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას თავს დაგვესხნენ. რვა თვის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში, მათ კვლავ შემოგვთავაზეს მოლაპარაკებები. ჩვენ ისევ დავთანხმდით, მაგრამ ისინი კვლავ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დაგვესხნენ თავს. ომის შემდეგ კი მათ შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების დაწყება შემოგვთავაზეს. ჩვენ დავთანხმდით. სამი თვის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, თუმცა მათ მიერ თავად ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა. ამიტომ, თუ ჩვენ გვკითხავთ, არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიას. თუმცა, მე მაინც ვცდილობ დიპლომატიური გზით მოქმედებას, რადგან ვფიქრობ, რომ მშვიდობისთვის არცერთი შესაძლებლობა არ უნდა გავუშვათ ხელიდან“, – განაცხადა არაღჩიმ.რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შესაძლოა, ირანზე დაბომბვის განახლება მოითხოვოს, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანს აშშ-ის შუალედური არჩევნები არ აინტერესებს.„ჩვენ არ გვაინტერესებს აშშ-ის შუალედური არჩევნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ისევე როგორც მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევის წინაშე დასადგომად“, – აღნიშნა არაღჩიმ.გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის უზენაეს ლიდერზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წინა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უკანონოდ მოკლეს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ირანი საკუთარ ლიდერს იცავს.„არსებობს ბევრი მინიშნება, რომ მოჯტაბა ხამენეის ამერიკელების მხრიდან საფრთხე ემუქრება, თუმცა არსებობს სხვა მინიშნებებიც, რომ ის სრულად აკონტროლებს ვითარებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სრული კონტროლი აქვს. ჩვენ მის კომენტარებს, მითითებებსა და მოსაზრებებს ვიღებთ და გადაწყვეტილებების მიღების საკითხზე ქვეყანაში ეროვნული კონსენსუსი არსებობს“, – აღნიშნა არაღჩიმ.

“რამდენიმე წუთის წინ შემატყობინეს” – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ეკა კუპატაძე?

მოკ­ლუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კატ­მა მისი ჩვე­ნე­ბა უდა­ვოდ ცნო.რო­გორც ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, არც ერთ მის სი­ტყვას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ ექ­ნე­ბა."რო­გორც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კატ­მა ჩემი ჩვე­ნე­ბა(ც) უდა­ვოდ ცნო!რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, არც ერთ ჩემს სი­ტყვას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ ექ­ნე­ბა!ეში­ნი­ათ ჩემი სი­ტყვის იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის!ამას ვე­ლო­დი კი­დეც!თუმ­ცა პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას მა­ინც მო­უ­წევთ ჩემი მოს­მე­ნა!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

ნიკა გვარამია – ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები...

არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.გვარამიას კითხვა დაუსვეს მის მიერ 20 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გვარამიამ განაცხადა, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.„მე რაც ვთქვი მაშინ, იმას გავიმეორებ კვლავ და თუ ვინმემ ვერ გაიგო მმართველ გუნდში, ეჭვი მეპარება, მაგრამ შეეცადოს, რომ გაიგოს. ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, არა. ჩვენ გვაქვს ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ვერ დაველოდებით იმას, ვის ვინ შეუყვარდება, ვის ვინ შესძულდება და ა.შ. ჩვენ უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენი მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ კარგ და დაცულ, მდიდარ სახელმწიფოში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.მისივე თქმით, ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის სერიოზული შანსი არსებობს.„მერწმუნეთ, ჩვენ აფხაზების გარეშე ეს შეგვიძლია, აფზაზებს ჩვენ გარეშე ეს არ შეუძლიათ. ამიტომ, ძალიან სერიოზული შანსი არსებობს ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. კიდევ ვუბრუნდები თქვენ მიერ დასმულ საკითხს – ვის ვინ შეუყვარდება, ამაზე მე როგორ გელაპარაკოთ, შევუყვარდებით ვინმეს თუ არა. ხალხს შეუყვარდება აფხაზები თუ არა?! ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსმა და სახელმწიფო ჩინოვნიკმა იმუშაოს და შედეგს მიაღწიოს. სიყვარული არ ხდება დაკვეთით და მუშაობით. თავისთავადაც აღმოცენდება ხოლმე, როცა ადამიანები მშვიდობიანად, ერთად თანაცხოვრობენ. აქამდე უნდა მივიდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, უნდა ავიტანოთ და მოგვიწევს, რომ ავიტანოთ და იქნება ეს ქვეყანა ერთიანი, ოღონდ ბიძინას გარეშე, ისე არ გამოვა არაფერი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ბოლო სიახლეები